factograf
KA
Sign in

Tekken 3

Tekken 3
All data from the card 15
დეველოპერ(ებ)ი
Namco
გამომცემელი
იაპ Namco Ltd.ჩრდ.ამ. Namco Hometekევრ Sony ComputerEntertainment
სერია
Tekken
პლატფორმ(ებ)ი
არკადული თამაში და PlayStation
გამოსვლის თარიღი
20 მარტი, 1997 არკადაიაპ 20 მარტი, 1997 PlayStationიაპ 26 მარტი, 1998ჩრდ.ამ. 29 აპრილი, 1998ევრ 12 სექტემბერი, 1998
ჟანრ(ებ)ი
საბრძოლო
რეჟიმ(ებ)ი
ერთმოთამაშიანიმრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
მასამიტი აბე
პროდიუსერ(ებ)ი
ჰაძიმე ნაკატანი
დიზაინერ(ებ)ი
მასაჰირო კიმოტოკაცუჰირო ჰარადა
პროგრამისტ(ებ)ი
მასანორი იამადა
მხატვარი
იოსინარი მიძუსიმა
კომპოზიტორი
ნობუიოსი სანოკეიიტი ოკაბეიუუ მიიაკე
არკადული სისტემა
Namco System 12
ეკრანი
რასტერული,ჰორიზონტალური

Tekken 3 (იაპონ. 鉄拳3) — საბრძოლო ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Namco-ს მიერ. არკადულ ავტომატებზე გამოვიდა 1997 წლის 20 მარტს, ხოლო PlayStation-ის ვერსია — 1998 წლის 26 მარტს. „Tekken 3“ არის რიგით მესამე ნაწილი სერიიდან, ხოლო პირველი, რომელიც გამოვიდა Namco System 12-ის არკადულ სისტემაზე და უკანასკნელი გამოცემული PlayStation-ზე.

„Tekken 3“ ინარჩუნებს მისი წინამორბედების საბრძოლო სისტემასა და კონცეფციას, თუმცა გააჩნია გაუმჯობესებული გრაფიკა, ანიმაცია, ხმის ეფექტები და მუსიკალურ გაფორმება, უფრო სწრაფი და მოქნილი გეიმპლეი. თამაში მოიცავს როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმს, ასევე მრავალმოთამაშიანს. მასში დამატებულია რამდენიმე ახალი პერსონაჟი, მათი შორის: ძინ კაძამა, ლინგ სიაოიუი, ჯულია ჩენგი, ჰვარანი და სხვა — ჯამში ფიგურირებს 23 პერსონაჟი.

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. ის ფართოდაა აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო თამაში ისტორიაში და შეყვანილი იქნა ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების სიებში ისეთი ავტორიტეტული გამოცემების მიერ, როგორებიცაა Electronic Gaming Monthly“,Game Informer“, „Computer and Video Games“, „GameFAQs“, „Edge“, “GamesRadar“ და სხვები. საერთო განხილვის საიტზე GameRankings ფლობს 96%, ხოლო Metacritic-ზე ანალოგიური შედეგია - 96 %. ამ უკანასკნელმა ის დაასახელა Playstation-ის მეორე საუკეთესო თამაშად.

საერთო ჯამში გაიყიდა 8.3 მილიონი ეგზემპლარი. ის იქცა მეოთხე ყველაზე გაყიდვად თამაშად PlayStation-ის პლატფორმაზე და მეორე ყველაზე გაყიდვად საბრძოლო ჟანრის თამაშად „Super Smash Brothers Brawl“-ის შემდეგ. არა კანონიკური გაგრძელება სახელწოდებით „Takken Tag Tournament“ გამოვიდა 1999 წელს, არკადაზე, ხოლო 2000 წელს PlayStation 2-ზე. 2001 წელს გამოქვეყნდა პირდაპირი გაგრძელება „Tekken 4“.

რესურსები ინტერნეტში

  • ოფიციალური საიტი
  • ოფიციალური საიტი (იაპონური)
  • Tekken 3 საიტზე Killer List of Videogames
  • „Tekken 3“ საიტზე MobyGames

Read next

In 37 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article