factograf
KA
Sign in

Resident Evil

Resident Evil
All data from the card 7
ჟანრები
Survival horror, მესამე პერსონაჟის მსროლელი
დეველოპერ(ებ)ი
Capcom
გამომცემელი
Capcom
შემქმნელ(ებ)ი
სინძი მიკამი
პირველი გამოცემა
„Resident Evil“22 მარტი, 1996
ბოლო გამოცემა
„Resident Evil 4“2023
ოფიციალური საიტი
residentevil.net

„Resident Evil“ (ქართ. ბოროტების სავანე) ორიგინალური იაპონური გამოცემა „Biohazard“ (იაპონ. バイオハザードシリーズ) — Survival horror-ის ჟანრის მედია ფრენჩაიზი, შექმნილი სინძი მიკამის მიერ, რომელიც წარმოადგენს ვიდეო თამაშების კომპანია Capcom-ის საკუთრებას. თავდაპირველად ფრენჩაიზი მოიცავდა Survival Horror-ის ჟანრის ვიდეო თამაშების სერიას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიქმნა კომიქსები, რომანები, თამაშზე დაფუძნებული ფილმების სერია „ბოროტების სავანე“, აგრეთვე გამოვიდა „Resident Evil-ის ანიმაციური ფილმების სერია. თამაშის სიუჟეტი ძირითადად ეთმობა რამდენიმე პერსონაჟის ბრძოლას ზომბებთან და სხვა მონსტრებთან, რომლებიც გაჩნდნენ ბიოლოგიური იარაღის T-ვირუსის გავრცელების შედეგად. T-ვირუსი შეიქმნა ფიქციური კორპორაცია Umbrella Corporation-ის ლაბორატორიებში.

სერიის პირველი თამაში „Resident Evil“ გამოიცა 1996 წელს. თავდაპირველად იგი გამოუშვეს PlayStation-ზე, თუმცა შემდგომ კი Sega Saturn-სა და PC-ს პლატფორმებზეც, 2015 წლის მდგომარეობით, Resident Evil-ის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 78 მილიონამდე ასლს. იგი გახდა Capcom-ის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზი. „Resident Evil“-მა უდიდესი წვლილი შეიტანა Survival horror-ის ჟანრის განვითარებაში. სერია იყო მოქმედებითი და საშინელებათა ფილმის ინსპირირებული სიუჟეტის, გამოკვლევის და თავსატეხების გადაჭრის ნაზავი, რაზეც გავლენა მოახდინა ადრეულმა საშიელებათა ჟანრის თმაშებმა „Sweet Home“-მა და „Alone in the Dark“-ის სერიებმა. მაგრამ „Resident Evil 4“-დან მოყოლებული, სერია დაემსგავსა უფრო მესამე პირის შუტერს ნაკლები გამოცანებით და მეტი აქცენტი დაეთმო ბრძოლებს.

ისტორია

Survival Horror-ის ჟანრის ვიდეო-თამაშის „Resident Evil“-ის დებიუტი შედგა 1996 წელს და თავდაპირველად გამოვიდა PlayStation-ზე, შემდგომ კი პორტირებული იქნა Sega Saturn-ზე და Windows-ზე. ვიდეო თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან და დიდი კომერციული მოგებაც მოუტანა შემქნელებს, რამაც განაპირობა კიდევ ორი ნაწილის შექმნა: „Resident Evil 2“ 1998 წელს და „Resident Evil 3: Nemesis“ 1999 წელს, რომლებიც მათი წინამორბედის მსგავსად გამოვიდნენ PlayStation-ზე, შემდგომ კი სხვა პლატფორმებზეც.

სერიის მეოთხე თამაშია „Resident Evil Code: Veronica“, რომელიც სპეციალურად Dreamcast-ისთვის შეიმუშავეს 2000 წელს. დაახლოებით ამავე პერიოდში, ამ კონსოლზე პორტირებული იქნა სერიის მეორე და მესამე ნაწილებიც. „Resident Evil Code: Veronica“ მოგვიანებით ხელახლა გამოუშვეს იაპონიაში Dreamcast-ზე „Code: Veronica Complete“ დასახელებით, რომელშიც შევიდა დამატებები და ახალი ვიდეო რგოლები. ეს განახლებული ვერსია მოგვიანებით დაპორტირდა PlayStation 2-ზე და GameCube-ზე „Resident Evil Code: Veronica X“ დასახელებით.

პროექტის შემქმნელმა და პროდიუსერმა სინძი მიკამიმ თავდაპირველად დააანონსა, რომ შემდეგი ნაწილი გამოვიდოდა PlayStation 2-ის კონსოლზე, მიუხედავად ამისა, მან მიიღო სხვა გადაწყვეტილება; მიკამიმ შექმნა სრულიად სხვა თამაში „Devil May Cry“, ხოლო „Resident Evil“-ის სერიის შემდეგი ნაწილები გამოიცა ექსკლუზიურად GameCube-ზე. სერიის შემდეგი სამი თამაში ორიგინალი „Resident Evil“-ის რიმეიკი, „Resident Evil Zero“-სა და „Resident Evil 4“-ის წინარეისტორია, ყველა მათგანი თავდაპირველად გამოვიდა ექსკლუზიურად GameCube-ზე. მხოლოდ მოგვიანებით, „Resident Evil 4“ გამოვიდა PlayStation 2-ზე, Windows-სა და Wii-ზე. მიუხედავად ექსკლუზიური ხელშეკრულებისა Capcom-სა და Nintendo-ს შორის, Capcom-მა გამოუშვა რამდენიმე „Resident Evil“-ის თამაში PlayStation 2-ზე, რომლებიც არ განიხილება ძირითადი სერიის ნაწილებად. 2000 წელს Capcom-მა გამოსცა ახალი თამაშების სერია „Gun Survivor“-ის დასახელებით, იგი თავსებადი იყო სინათლის-თოფი კონტროლერთან.

პირველი თამაში გახდა „Resident Evil Survivor“, რომელიც გამოიშვა PlayStation-სა და Windows-ზე, მაგრამ თამაშმა დაბალი შეფასებები მიიღო. სერიის შემდგომი თამაშები როგორებიცაა „Resident Evil Survivor 2 Code: Veronica“ და „Resident Evil: Dead Aim“ შედარებით უკეთესი შეფასებებით გამოირჩევა. ზემოთ ჩამოთვლილ თამაშების მსგავსად, 2007 წელს გამოშვებული იქნა კიდევ ერთი თამაში „Resident Evil: The Umbrella Chronicles“ Wii კონსოლისთვის, რომელსაც მოჰყვა გაგრძელება „Resident Evil: The Darkside Chronicles“ გამოსული 2009 წელს (მოგვიანებით, 2012 წელს ორივე ნაწილი დაპორტირებული იქნა PlayStation 3-ზე).

2003 წელს გამოვიდა ერპიზოდური თამაში „Resident Evil Outbreak“, რომელშიც შესაძლებელია კოოპარატიულ და მრავალმოთამაშიან რეჟიმში თამაში. გამოიცა PlayStation 2-ზე და მასში ასახულია განსხვავებული ისტორია, რომელიც ვითარდება ქალაქ რაკუნ-სიტიში „Resident Evil 2“-ის და „Resident Evil 3“-ის მოვლენების პარალელურად. ამას მოჰყვა გაგრძელება „Resident Evil Outbreak File 2“.

„Resident Evil Gaiden“ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში Game Boy Color პლატფორმისთვის, რომელსაც ახასიათებს RPG-ის საბრძოლო ელემენტები. ასევე შეიქმნა „Resident Evil“-ის სერიაზე დაფუძნებული რამდენიმე გადმოტვირთვადი მობილური ვერსია გამოსული იაპონიაში. ამას მოჰყვა მობილური თამაშების გამოშვება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში T-Mobile-ის მეშვეობით. E3 2009 წლის Sony-ის კონფერენციაზე დაანონსდა „Resident Evil Portable“, რომელიც უნდა გამოსულიყო PlayStation Portable-ზე, და განსხვავებული იქნბოდა „Resident Evil“-ის სერიისგან. თუმცა, შემდგომში, არანაირი განცხდება არ გაკეთებულა აღნიშნულთან დაკავშირებით და პროექტი გაუქმბულად ითვლება.

2012 წლის მარტში Capcom-მა გამოსცა მესამე პირის შუტერის ჟანრის თამაში სახელწოდებით „Resident Evil: Operation Raccoon City“ შემუშავებული Slant Six Games-ის მიერ PlayStation 3, Xbox 360-სა და Microsoft Windows პლატფორმებისთვის. 2012 წლის თებერვალს გამოვიდა „Resident Evil: Revelations“ Nintendo 3DS, Microsoft Windows, PlayStation 3, Wii U-სა და Xbox 360-ზე. ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, ამას მოჰყვა ძირითადი სერიებიდან რიგით მეექვსე თამაშის „Resident Evil 6“-ის გამოსვლა, რომელმაც მიიღო შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან, მიუხედავად ამისა, კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.

2015 წლის მარტს გამოვიდა „Resident Evil: Revelations 2“ ეპიზოდური თამაში, რომლის სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 5“-სა და „Resident Evil 6“-ის ისტორიას შორის. სერიის ბოლო ნაწილი არის 2016 წლის 21 ივნისს გამოვიდა ონლაინ თამაში „Umbrella Corps“.. სერიის ბოლო ნაწილია 2017 წლის 24 იანვარს გამოსული „Resident Evil 7: Biohazard“, რომელიც არის პირველი პირის ხედვით.

თამაშები

„Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სია
სახელწოდება დეველოპერ(ებ)ი პლატფორმები გამოშვების თარიღი შენიშვნები
„Resident Evil (1996 წლის ვიდეო თამაში)“ Capcom PS1, WIN, SAT, DS, PSN 22/მარტი/1996
  • ალტერნატიული PS1-ის ვერსია: „Director's Cut“ და Director's Cut Dual Shock Ver.“
  • Nintendo DS-ის ვერსია ცნობილია როგორც „Resident Evil: Deadly Silence“, და შეიცავს უმნიშვნელო ცვლილებებს
„Resident Evil 2“ Capcom PS1, GAME.COM, WIN9x, WIN, N64, DC, GCN, PSN 21/იანვარი/1998
  • ალტერნატიული PS1-ის ვერსია: „Dual Shock Ver.“
„Resident Evil 3: Nemesis“ Capcom PS1, DC, WIN, GCN, PSN 22/სექტემბერი/1999
„Resident Evil Survivor“ Tose PS1, WIN 27/იანვარი2000
  • თამაში არის „Gun Survivor-ის“ სერიის ნაწილი
„Resident Evil Code: Veronica“ Capcom DC, PS2, GCN, PSN, XBLA 03/თებერვალი/2000
  • განახლებული ვერსია PS2-ი GCN-თვის დასათაურდა - „RECode: Veronica X“
  • „RECode: Veronica X“ რესტავრირებულია HD ფორმატში PS3-ის და X360-ის კონსოლებისათვის.
„Resident Evil Gaiden“ Capcom, M4 GBC 14/დეკემბერი/2001
„Resident Evil Survivor 2 Code: Veronica“ Capcom, Namco Arcade, PS2 08/ნოემბერი/2001
  • თამაში არის „Gun Survivor-ის“ სერიის ნაწილი
  • არასდროს არ ყოფილა გამოშვებული ჩრდილოეთ ამერიკაში
„ Resident Evil (გადაკეთებული)“ Capcom GCN, Wii, PSN, XBLA, WIN 22/მარტი/2002
  • ორიგინალური „Resident Evil-ის“ სრული გადაკეთება.
  • ხელ-ახლა გამოშვებულია Wii კონსოლზე შემდეგი დასახელებით „Resident Evil Archives: Resident Evil“
  • რესტავრირებულია HD ფორმატში PSN, XBLA და Windows-ის
„Resident Evil Zero“ Capcom GCN, Wii, PSN, XBLA, WIN 12/ნოემბერი/2002
  • ხელ-ახლა გამოშვებულია Wii კონსოლზე შემდეგი დასახელებით „Resident Evil Archives: Resident Evil Zero“
  • რესტავრირებულია HD ფორმატში PSN, XBLA და Windows-ის
„Resident Evil: Dead Aim“ Cavia PS2 13/თებერვალი/2003
  • თამაში არის „Gun Survivor-ის“ სერიის ნაწილი
Resident Evil Outbreak Capcom PS2 11/დეკემბერი/2003
Resident Evil Outbreak File 2 Capcom PS2 09/აგვისტო/2004
Resident Evil 4 Capcom GCN, PS2, WIN, Wii, Mobile, iOS, PS3, X360 11/იანვარი/2005
  • PS3-ის და X360-ის ვერსიები რესტავრირებულებია HD ფორმატში
  • Windows-ზე გამოშვებულია ორი ვერსია - ორიგინალური და რესტავრირებული Ultimate HD Edition
Resident Evil: The Umbrella Chronicles Capcom, Cavia Wii, PS3, PSN 13/ნოემბერი/2007
  • არის რესტავრირებული HD ფორმატში და შედის Resident Evil Chronicles HD კოლეკციაში PS3-ზე.
Resident Evil 5 Capcom PS3, X360, WIN 05/მარტი/2009
  • Gold Edition ვერსია შეიცავს დამატებით კონტენტს
Resident Evil: The Darkside Chronicles Capcom, Cavia Wii, PS3, PSN 17/ნოემბერი/2009
  • არის რესტავრირებული HD ფორმატში და შედის Resident Evil Chronicles HD კოლეკციაში PS3-ზე.
Resident Evil: Mercenaries Vs. Capcom, iOS 14/აპრილი/2009
Resident Evil: The Mercenaries 3D Capcom, Tose 3DS, eShop 02/ივნისი/2011
Resident Evil: Revelations Capcom, Tose 3DS, WiiU, PS3, X360, WIN 26/იანვარი/2012
  • ყველა ვერსია გარდა 3DS-სა შეიცავს განახლებულ გრაფიკას და დამატებით კონტენტს
Resident Evil: Operation Raccoon City Capcom, Slant Six Games PS3, X360, WIN 20/მარტი/2012
Resident Evil 6 Capcom PS3, PS4, X360, XONE, WIN 02/ოქტომბერი/2012
Resident Evil: Revelations 2 Capcom, Tose PS3, PS4, Vita, X360, XONE, WIN 24/თებერვალი/2015
Umbrella Corps Capcom PS4, WIN 2016
Resident Evil 7: Biohazard Capcom PS4, WIN, XONE 24/იანვარი/2017
  • აქვს PlayStation VR-ის მხარდაჭერა.
Resident Evil 2 (გადაკეთებული) Capcom PS4, WIN, XONE 25/იანვარი/2019
  • ორიგინალური „Resident Evil 2-ის“ სრული გადაკეთება. მასზე მუშაობდა იგივე გუნდი, რომელიც მუშაობდა Resident Evil (2002 ვიდეო თამაში) და Resident Evil Zero ვიდეო თამაშებზე.
Resident Evil 3 (გადაკეთებული) Capcom PS4, WIN, XONE 03/აპრილი/2020
  • ორიგინალური „Resident Evil 3: Nemesis-ის“ სრული გადაკეთება. მასზე მუშაობდა იგივე გუნდი, რომელიც მუშაობდა Resident Evil (2002 ვიდეო თამაში), Resident Evil 2 (2019 წლის ვიდეო თამაში) და Resident Evil Zero ვიდეო თამაშებზე.
Resident Evil Village Capcom PS5, PS4, WIN, XONE, XboxX/S 2021
  • RE8-ში მოქმედებები ვითარდება RE7-ის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
  • ექნება PlayStation VR-ის მხარდაჭერა.

მედია

კომიქსები

1997 წელს, Marvel Comics-მა გამოაქვეყნა ერთ-გამოცემიანი პროლოგი კომიქსი, რომელიც ეფუძნება „Resident Evil“-ს, რომელიც გავრცელდა PlayStation ვერსიის ორიგინალურ თამაშთან ერთად.

ფილმები

მხატვრული ფილმები

საერთო ჯამში, სულ გამოვიდა ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი. აღნიშნული ფილმები სრულად არ არის დაფუძნებული თამაშის ისტორიაზე, თუმცა მათში ჩნდება თამაშის რამდენიმე პერსონაჟი. ხუთივე ნაწილის სცენარის ავტორი და პროდიუსერი არის პოლ. ვ. ს. ანდერსონი. სერიის პროტაგონისტი არის ელისი, ორიგინალური პერსონაჟი, რომელიც შეიქმნა ამ ფილმებისთვის. მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა კრიტიკოსების მხრიდან, მსოფლიოს მასშტაბით სერიების სრული შემოსავალი შეადგენს 1.233 მილიარდ აშშ დოლარს.

  • „ბოროტების სავანე“ (2002) (რეჟისორი: პოლ ანდერსონი)
  • „ბოროტების სავანე: აპოკალიფსი“ (2004) (რეჟისორი: ალექსანდრე ვიტი)
  • „ბოროტების სავანე: გადაშენება“ (2007) (რეჟისორი: რასელ მალკეხი)
  • „ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ (2010) (რეჟისორი: პოლ ანდერსონი)
  • „ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“ (2012) (რეჟისორი: პოლ ანდერსონი)
  • ბოროტების სავანე: დასკვნითი ნაწილი (2016) (რეჟისორი: პოლ ანდერსონი)

ანიმაციური ფილმები

ტელევიზია და ნაკადური სერვისები

2020 წლის 27 სექტემბერს CAPCOM-მა დაანონსა CG ანიმე სერიალი სახელწოდებით "ბოროტების სავანე: უსასრულო სიბნელე" (Resident Evil: Infinite Darkness). სადაც მთავარი გმირები იქნებიან კლერ რედფილდი და ლეონ კენედი Resident Evil 2-დან. სერიალის გამოშვება დაგეგმილია 2021 წელს Netflix– ზე.

ყიდვა-გაყიდვა

წლების განმავლობაში, სხვადასხვა სათამაშოების კომპანიებმა შეიძინეს „Resident Evil“-ის ლიცენზია და შექმნეს თავიანთი „Resident Evil“ სათამაშო ფიგურების უნიკალური ხაზი. ყველაზე მსხვილი მათ შორის არიან Toy Biz-ი ახლანდელი Marvel Toys, Palisades Toys, NECA და Hot Toys.

ნოველები

ადრეული „Resident Evil“-ის მოთხრობებიდან ცნობილია ხიროუკი არიგას ნოველა „ბიოლოგიური საფრთხე: დასაწყისი“ (ინგლ. Biohazard: The Beginning), რომელიც არის ინგლ. The True Story of Biohazard „ნამდვილი ამბავი ბიოლოგიური საფრთხის შესახებ“ წიგნის ნაწილი, ეს წიგნი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ბონუსის სახით მოყვებოდა დისკს Sega Saturn-ის კონსოლზე.

ამბავი ემსახურება როგორც პრელუდია ორიგინალური „Resident Evil“-ის მოვლენებისთვის, რომელშიც კრისი იძიებს მისი დაკარგული მეგობრის ბილი რაბიტსონის გაუჩინარებას.

  • „ამბრელას შეთქმულება“ (The Umbrella Conspiracy), თამაშის პირველი ნაწილის ნოველიზაცია.
  • „კალიბანის ყურე“ (Caliban Cove), ორიგინალური ნოველა არ ეფუძნება არც ერთ თამაშს. მოქმედება ვითარდება `Resident Evil-ის მოვლენების შემდგომ.
  • „მიცვალებულთა ქალაქი“ (City of the Dead), „Resident Evil 2“-ის ნოველიზაცია.
  • „სხვა სამყარო“ (Underworld), ორიგინალური ნოველა არ ეფუძნება არც ერთ თამაშს. მოქმედება ვითარდება „Resident Evil 2“-ის მოვლენების შემდგომ.
  • „ნემესისი“ (Nemesis), „Resident Evil 3: Nemesis“-ის ნოველიზაცია.
  • „კოდი: ვერონიკა“ (Code: Veronica), ნოველა დაფუძნებულია Resident Evil Code: Veronica-ზე.
  • „გადამწყვეტი საათი“ (Zero Hour), „Resident Evil Zero“-ს პრიკველის ნოველიზაცია.

კრიტიკოსების შეფასება

საერთო შეფასებები
28 ივნისი, 2018-ის მონაცემებით
თამაში GameRankings Metacritic
Resident Evil 87%
91
Resident Evil (რიმეიკი) 90%
91
Resident Evil 2 93%
89
Resident Evil 3: Nemesis 88%
N/A
Resident Evil – Code: Veronica 94%
N/A
Resident Evil Zero 84%
83
Resident Evil 4 96%
96
Resident Evil 5 (PS3) 87%
(X360) 86%
(PC) 86%
(PS3) 84
(X360) 83
(PC) 86
Resident Evil: Revelations 84%
82
Resident Evil 6 (PS3) 74%
(X360) 69%
(PC) 70%
(PS3) 74
(X360) 67
(PC) 69
Resident Evil: Revelations 2 (PC) 81%
(XONE) 75%
(PS4) 75%
(PSV) 71%
(NS) 68%
(PC) 74
(XONE) 75
(PS4) 75
(PSV) 65
(NS) 73
Resident Evil 7: Biohazard (PC) 88%
(XONE) 89%
(PS4) 86%
(PC) 88
(XONE) 86
(PS4) 85

სერიის თამაშების უმეტესობამ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. ყველაზე დაფასებული აღმოჩნდა „Resident Evil“, „Resident Evil 2“ და „Resident Evil 3“, რომელთაც მიიღეს უმრავი ჯილდო სხვადასხვა მიმოხილველი გამოცემებისაგან, მათ შორის „წლის თამაშის ჯილდო“ და აღნიშნული სამივე ნაწილი შეყვანილია ყველა დროის საუკეთესო თამაშების სიაში.

2012 წელს ჟურნალ „Complex“-მა „Resident Evil“ დაასახელა 22-ზე ადგილას ყველა დროის საუკეთესო ფრენჩაიზებს შორის, ხოლო იმავე წელს, G4tv-მა აღიარა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ თამაშის სერიად ისტორიაში. 2017 წლის მონაცემით, სერიის გაყიდვების სრული რაოდენობა 78 მილიონ ეგზემპლარს აღწევს.

Read next

In 57 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article