factograf
KA
Sign in

Game Informer

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღიაგვისტო, 1991
არისჟურნალი
ქვეყანაამერიკის შეერთებული შტატები
All data from the card 10
მოკლე სათაური
GI
სპეციალიზაცია
ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა
ინგლისური
მთავარი რედაქტორი
ენდი მაკნამარა
გამომცემელი
GameStop
ქვეყანა
აშშ
რედაქციის მისამართი
მინეაპოლისი, მინესოტა
პუბლიკაციის ისტორია
პირველი ნომერი: აგვისტო, 1991ტირაჟი: 6,723,581 (2016)
გამოცემის სიხშირე
ყოველთვიური
ISSN
1067-6392

Game Informer (აბრევიატურა GI) —  ამერიკული ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ძირითადად აქცენტს აკეთებს ვიდეო თამაშებზე. იგი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებსა და პრევიუებს. 2014 წლის დეკემბრის მონაცემით, ყოველთვიურად, დაახლოებით იყიდება ჟურალის 6.7 მილიონი ასლი, რაც ხდის მას მეოთხე ყველაზე მსხვილ ჟურნალად აშშ-ში ცირკულაციის მიხედვით. 2009 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჟურნალების სიაში მე-12 ადგილზე იმყოფებოდა.

დაარსდა 1991 წლის აგვისტოს. მფლობელი და გამომშვები არის Gamestop, ამავე სახელწოდების ტექნიკისა და ვიდეო თამაშების მომწოდებელი კომპანიის მშობელი კომპანია.

2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „Game Informer“-ის საიტმაც და ჟურნალმაც განიცადეს დიზაინის სრული ცვლილება, რის შედეგადაც დაემატათ ბევრი სიახლე და ფუნქცია.

ისტორია

ჟურნალი

„Game Infromer“-ის როგორც 6 გვერდიანი ჟურნალის დებიუტი შედგა 1991 წელს და გამოიცემოდა ყოველ ორ თვეში ერთხელ 1994 წლის ნოემბრამდე, ხოლო აქედან მოყოლებული იქცა ყოველთვიურ ჟურნალად. ყოველი წლის აპრილში გამოიცემა ჟურნალის ერთგვარი სპინოფ ვერსია სახელწოდებით „Game Infarcer“, რომელშიც შედის საპირველაპრილო ხუმრობები.

საიტი

„Game Informer“-ის ონლაინ ვერსია გაეშვა 1996 წლის აგვისტოს და მოიცავდა ყოველდღიურ სიაახლებსა და სტატიებს. ვებრედაქტორებად დაინიშნენ ჯასტინ ლიპერი და მეთიუ კატო. 2001 წელს საიტი დაიხურა და ლიპერი და კატო გადავიდნენ ჟურნალის რედაქტორთა შემადგენლობაში.

საიტი კვლავ აღსდგა 2003 წლის სექტემბერში ახალი დიზაინითა და ფორმატით — მიმოხილვის მონაცემთა ბაზა, ხშირად განახლებადი სიაახლეები და ექსკლუზიური „შეუზღუდავი“ კონტენტი აბონენტთათვის, რომელსაც მართავდა ბილი ბერგჰამერი, საიტ „PlanetGameCube.com“-ის შემქმნელი (დღეს უკვე ცნობილი „NintendoWorldReport“.com-ის სახელით). ბერგჰამერი, დღესდღეობით არის EGM Media group-ის აღმასრულებელი რედაქტორი.

ყოველი წლის თებერვალში (ზოგჯერ იანვარში) „Game Informer“-ის რედაქტორები ავლენენ „გასული წლის საუკეთესო 50 თამაშს“, ხოლო ყოველი წლის აგვისტოს საიტი მოიცავს სპეციალურ სექციას სახელწოდებით “E3 Hot 50”, რომელშიც მიმოიხილავენ მიმდინარე წლის E3-ის გამოფენაზე წარდგენილ თამაშებს, სადაც, ასევე არის განთავსებული წინასწარი განხილვის სექცია.

ავსტრალიური გამოცემა

2009 წლის ნოემბერში „Game Informer“ გაეშვა ავსტრალიაში, საიტების GamePro, Gameplayer, და „PlayStation Official Magazine“-ის ყოფილი რედაქტორის კრის სტედის მიერ. 2010 წლის ივნისიდან ავსტრალიური გამოცემა იქცა ავსტრალიაში პირველ ლოკალურ სათამაშო გამომცემად, რომელსაც გააჩნდა 10, 000 აბონენტი. 2010 წლის 18 აგვისტოს ის გახდა ავსტრალიის ყველაზე მეტად გაყიდვადი ვიდეო თამაშების ჟურნალი. „Game Informer Australia“-მ მიიღო სამი ავსტრალიური საგაგმომცემლო ჯილდო Lizzie awards-ისა და MCV award-ისგან.

მიმოხილვა

„Game Informer“ დღესდღეობით მიმოიხილავს შემდეგი პლატფორმების თამაშებს: Wii, Wii U, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One, Xbox 360, PC, Nintendo 3DS-სა და PlayStation Vita. ჟურნალის კოლექტივი თამაშებს აფასებს 10 ბალიანი სისტემით.

დღეის მონაცემით, უმაღლესი ქულა მიიღო მხოლოდ 26-მა თამაშმა:

თამაშები უმაღლესი შეფასებით
სათაური გამოცემა შენიშვნები
„Super Mario World'“ ოქტომბერი, 2000
„Tony Hawk's Pro Skater 2“ დეკემბერი, 2000 Playstation-ისთვის
„Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“ დეკემბერი, 2001
„Grand Theft Auto: Vice City“ ნოემბერი, 2002
„Metroid Fusion“ იანვარი, 2003
„The Legend of Zelda: The Wind Waker“ აპრილი, 2003
„Ratchet & Clank: Up Your Arsenal“ ნოემბერი, 2004
„Grand Theft Auto: San Andreas“ დეკემბერი, 2004
„Halo 2“ დეკემბერი, 2004
„Resident Evil 4“ მარტი, 2005 GameCube-ისთვის
„Resident Evil 4“ ნოემბერი, 2005 PS2-ისთვის
„God of War“ აპრილი, 2005
„The Legend of Zelda: Twilight Princess“ იანვარი, 2007
„BioShock“ სექტემბერი, 2007
„Call of Duty 4: Modern Warfare“ დეკემბერი, 2007
„Grand Theft Auto IV“ აპრილი, 2008
„Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots“ ივლისი, 2008
„Uncharted 2: Among Thieves“ ნოემბერი, 2009
„God of War III“ აპრილი, 2010
„StarCraft II: Wings of Liberty“ ოქტომბერი, 2010
„Batman: Arkham City“ ნოემბერი, 2011
„The Legend of Zelda: Skyward Sword“ დეკემბერი, 2011
„Mass Effect 3“ აპრილი, 2012
„BioShock Infinite“ მაისი, 2013
„The Legend of Zelda: A Link Between Worlds“ დეკემბერი, 2013
„The Last of Us Remastered“ სექტემბერი, 2014 ჟურნალმა ორიგინალ PS3-ის თამაშს დააუწერა 9.5.

არსებობს ისეთი თამაშები, რომლებმსაც ერგოთ 1-ზე ნაკლები ქულა 10-დან, მაგალითისთვის არის „Batman: Dark Tomorrow“, 0.75 ქულით, ხოლო „Shrek: Fairy Tale Freakdown“-მა (Game Boy Color) მიიღო 0.4. „Marky Mark: Make My Video“ არის ყველაზე დაბალი შეფასების მქონე თამაში „Game Infromer“-ის ისტორიაში 10-დან 0 ქულით.

დაჯილდოებები

1992
ჯილდო გამარჯვებული
წლის თამაში Street Fighter II
საუკეთესო განმეორებადობა ვიდეო თამაშში „Street Fighter II“
საუკეთესო 8 ბიტიანი თამაში „The Empire Strikes Back“
საუკეთესო პორტატიული ვიდეო თამაში „Faceball 2000“
საუკეთესო სპორტული თამაში '„'NHLPA Hockey '93“
საუკეთესო თავსატეხი/სატრატეგიული თამაში „Lemmings“
საუკეთესო შინაარსი ვიდეო თამაშში „Bart's Nightmare“
საუკეთესო მოქმედებითი/სათავგადასავლო თამაში „Sonic the Hedgehog 2“
საუკეთესო გრაფიკა ვიდეო თამაშში „Sonic the Hedgehog 2“
საუკეთესო როლური ვიდეო თამაში „Dragon Warrior IV“
საუკეთესო სიმულატორი თამაში „Super Battletank“
საუკეთესო აუდიო თამაშში „Cobra Command“
„საუკეთესო შუტერი“ „Axelay“
წლის საუკეთესო პერიფერია „Sega CD“
1996
  • წლის თამაში — „Super Mario 64“
1997
  • წლის თამაში — „Final Fantasy VII“
1998
წლის თამაში
ჯილდო გამარჯვებული
Nintendo 64-ის წლის თამაში „The Legend of Zelda: Ocarina of Time“
PlayStation-ის წლის თამაში „Resident Evil 2“
Saturn-ის წლის თამაში „Panzer Dragoon Saga“
წლის არკადა თამაში „Marvel vs. Capcom“
წლის PC თამაში „Half-Life“
Game Boy-ის წლის თამაში „Pokémon“
ტექნიკური ბრწყინვალების ჯილდო
ჯილდო გამარჯვებული
საუკეთესო გრაფიკა ვიდეო თამაშში „Turok 2: Seeds of Evil“ (Nintendo 64)
საუკეთესო განმეორებადობა ვიდეო თამაშში „Crash Bandicoot: Warped“ (PlayStation)
საუკეთესო აუდიო ვიდეო თამაშში „Spyro the Dragon“ (PlayStation)
წლის საუკეთესო დეველოპერი H2O / Neversoft
ვიდეო თამაშის წლის საუკეთესო აქსესუარი დამატება (Nintendo 64)
Style Awards
ჯილდო გამარჯვებული
წლის საუკეთესო მოქმედებითი თამაში „Tenchu“ (PlayStation)
წლის საუკეთესო სპორტული თამაში „Hot Shots Golf“ (PlayStation)
წლის საუკეთესო მოქმედებითი/პლატფორმერი თამაში „Crash Bandicoot: Warped“ (PlayStation)
წლის საუკეთესო მოქმედებითი/სათავგადასავლო თამაში „The Legend of Zelda: Ocarina of Time“ (Nintendo 64)
წლის საუკეთესო სარბოლო თამაში „Gran Turismo“ (PlayStation)
წლის საუკეთესო სტრატეგიული თამაში „Final Fantasy Tactics“ (PlayStation)
წლის საუკეთესო შუტერი „Star Wars: Rogue Squadron“ (Nintendo 64)
წლის საუკეთესო საბრძოლო თამაში „Tekken 3“ (PlayStation)
წლის საუკეთესო როლური თამაში „Xenogears“ (PlayStation)
წლის საუკეთესო თავსატეხი თამაში „Devil Dice“ (PlayStation)
Who's Hot
ჯილდო პერსონაჟი თამაში
წლის საუკეთესო გმირი სოლიდ სნეიკი „Metal Gear Solid“
წლის საუკეთესო ანტიგმირი ბოროტი ღორები! „Tomba!“
წლის საუკეთესო ახალი პერსონაჟი რიკიმარუ „Tenchu“
პერსონაჟის ყველაზე შთამაგონებელი შესრულება სკვირტლი „Pokémon“
წლის ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი ფსიქო მანტისი „Metal Gear Solid“
1999
  • წლის თამაში — „Super Smash Bros“
2001
  • წლის თამაში — „Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“
2005
2006
  • წლის თამაში — „The Legend of Zelda: Twilight Princess“
2007
  • წლის თამაში — „BioShock“

Read next

In 32 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article