factograf
KA
Sign in

OnePlus One

OnePlus One

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი25 აპრილი, 2014
გამოქვეყნების დრო23 აპრილი, 2014
სიმაღლე153mm
მასა162 გრამი
All data from the card 6
მწარმოებელი
OnePlus
სიხშირეთადიაპაზონი
GSM / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა
Android 4.4
კორპუსის ტიპი
ფაბლეტი
მასა
162 გრამი
ზომა
152,9 x 75,9 x 8,9 მმ

OnePlus One — ჩინური კომპანია OnePlus-ის სმარტფონი, რომელიც პოზიციონირებს როგორც „ფლაგმანების მკვლელი“. ეს არის კომპანიის პირველი პროდუქტი. სმარტფონი წარადგინეს 2014 წლის 23 აპრილს.

მაჩვენებლები

კომპანიამ ყველა რეგიონისთვის გამოუშვა ტექნიკურად ერთნაირი მოდელი.

OnePlus One
ეკრანი 5.5

LTPS IPS LCD, 1080 x 1920 px, 16:9

Corning Gorilla Glass 3

ოპერატიული 3 GB
შიდა მეხსიერება 16/64 GB
კამერა 13 MP, f/2.0, 1/3.1", 1.12µm, 4K@30fps, 4K(DCI)@24fps, 1080p@60fps, 720p@120fps
სელფის კამერა 5 MP, f/2.0, 720p@30fps
ჩიპსეტი 4x2.5 GHz Krait 400
ოპ. სისტემა Android 4.4 (KitKat), CyanogenMod 11S
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 152,9 x 75,9 x 8,9
წონა 162 გ

ოპერაციული სისტემა

ჩინეთში OnePlus One-ს უშვებდნენ Oppo ColorOS-ით Android 4.3 "Jelly Bean"-ის ბაზაზე. ყველა სხვა ქვეყანაში სმარტფონზე იყო დაყენებული CyanogenMod 11S Android 4.4.4 "KitKat"-ის ბაზაზე.

პირველი განახლება CyanogenMod-ის მქონე მოწყობილობებისათვის CyanogenMod 12S-ის ვერსიამდე (Android 5.0.2-ის ბაზაზე) გამოუშვეს თითქმის ერთ წელიწადში — 2015 წლის 14 აპრილს. განახლება ყენდებოდა მხოლოდ ფაილების დამოუკიდებელი ჩატვირთვის გზით.

OnePlus One თავსებადია სხვა ოპერაციულ სისტემებთან, მაგალითად, LineageOS და Paranoid Android-თან. LineageOS-თან სპარტფონს აქვს Android 9.0 და Android 10-ის მხარდაჭერა.

გაყიდვები

OnePlus One-ის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწვევით კომპანია OnePlus-ის საიტის მეშვეობით. 16 გბ ვერსიის ღირებულება შეადგენდა 299$, 64 გბ ვერსია ღირდა 349$. 2015 წლის 20 აპრილს კომპანიამ გააუქმა მოწვევა და გახსნა დაშვება ყველასთვის.

ჩინეთში არ ყოფილა მოწვევის სახით გაყიდვების შეზღუდვები.

2015 წელს დოლართან მიმართებაში ევროს კურსის ვარდნის გამო კომპანია OnePlus-მა მოახდინა დოლარში არსებული ფასების კონვერტაცია 1:1. ამიტომ 2015 წლის 25 მარტიდან ფასებმა აიწია 299 ევრომდე (16 გბ ვერსია) და 349 ევრომდე (64 გბ ვერსია).

2015 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 35 ქვეყანაში გაიყიდა 1,5 მილიონი მოწყობილობა.

აქსესუარები

თავდაპირველად კომპანია გეგმავდა ნატურალური მასალისაგან დამზადებული რამდენიმე გამოსაცვლელი შალითას გამოშვებას, მაგრამ საწარმოო დეფექტების გამო საფირმო შალითები არ გავიდა მასიურ გაყიდვაში. დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის საიტზე შესაძლებელი იყო შალითას მხოლოდ ბამბუკის მოდელის შეკვეთა.

Read next

In 26 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article