OnePlus 7 და OnePlus 7 Pro — Android-სმარტფონები, წარმოებული ჩინური კომპანიის OnePlus მიერ. მოდელები დაანონსდა 2019 წლის 14 მაისს.
OnePlus 7 Pro წარმოადგენს OnePlus-ის პირველ სამმაგი უკანა კამერით და სითხით გაგრილების სისტემით.
OnePlus 7 Pro მიიღო EISA-ს ჯილდო 2019-2020 წლების თანამედროვე ინოვაციებისთვის. 2019 წლის ნოემბერში AnTuTu-მა OnePlus 7 Pro შეიყვანა ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონების რეიტინგში. OnePlus ცნობით, გაყიდვების დაწყების შემდეგ 1 წუთში გაიყიდა OnePlus 7 Pro მოწყობილობის 1 მილიონზე მეტი ცალი.
მაჩვენებლები
| OnePlus 7 | OnePlus 7 Pro | |
|---|---|---|
| ეკრანი | 6.41
Optic AMOLED, 1080 x 2340 px, 19.5:9 |
6.67
Fluid AMOLED, 1440 x 3120 px, 19.5:9 |
| ოპერატიული | 6/8 GB | 6/8/12 GB |
| შიდა მეხსიერება | 128/256 GB | 128/256 GB |
| კამერა | 48+5 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS | 40+8+16 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS |
| სელფის კამერა | 16 MP, 1080p@30fps | 16 MP, 1080p@30fps |
| ჩიპსეტი | ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz | ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz |
| ოპ. სისტემა | Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5 | Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5 |
| ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) | 157,7 x 74,8 x 8,2 | 162,6 x 75,9 x 8,8 |
| წონა | 182 გ | 206 გ |
კამერა
ორივე მოდელში სელფკამერა 16 MP-იანია. ამასთან, OnePlus 7 Pro-ის ფრონტალური კამერა ჩამალულია კორპუსში და გამოდის სურათების გადაღებისას. ამწე მექანიზმი გათვლილია 300 000 ამუშავებაზე. ამიტომ, თუ მფლობელი ძალზე ხშირად იყენებს სელფის კამერას, სმარტფონში ჩნდება სპეციალური გაფრთხილება. OnePlus 7 ძირითადი კამერა ორმაგია: 48 MP + 5 MP. OnePlus 7 Pro-ს ძირითადი კამერა სამმაგია: 48 MP + 16 MP (ფართეკუთხიანი) + 8 MP. რესურსმა DxOMark შეაფასა OnePlus 7 Pro-ს კამერა 111 ქულით: 118 ქულა ფოტოსთვის და 98 ქულა ვიდეოსთვის. სმარტფონმა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა Huawei P30 Pro და Samsung Galaxy S10 5G შემდეგ.
ვარიანტები
OnePlus 7 და OnePlus 7 Pro გამოდის რამდენიმე ვერსიაში გაყიდვის რეგიონის მიხედვით.
| მოდელი | ვერსია | რეგიონი |
|---|---|---|
| OnePlus 7 | GM1900 | Chinese / HK |
| GM1901 | Indian | |
| GM1903 | Europe | |
| მოდელი | ვერსია | რეგიონი |
| OnePlus 7 Pro | GM1910 | Chinese / HK |
| GM1911 | Indian | |
| GM1913 | Europe | |
| GM1915 | T-Mobile | |
| GM1917 | North America | |
| მოდელი | ვერსია | რეგიონი |
| OnePlus 7 Pro 5G | GM1920 | Europe |
| GM1925 | Sprint, T-Mobile |
