factograf
KA
Sign in

MATE

MATE

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი19 აგვისტო, 2011
გამოქვეყნების დრო2011
არისთავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა
All data from the card 3
წყაროს მოდელი
Open source
ლიცენზია
GNU General Public License
ოფიციალური საიტი
mate-desktop.org

MATE (ქართ. მატე) — GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე, რომელიც განკუთვნილია UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. MATE-ს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც GNOME Foundation-მა მიიღო გადაწყვეტილება იმ დროისათვის პოპულარულ GNOME 2-ზე მუშაობა შეეწყვიტა და გადართულიყო რადიკალურად განსხვავებულ GNOME 3 გრაფიკულ სივრცეზე. სახელი MATE მომდინარეობს სამხრეთ ამერიკული მცენარე მატესგან, რომლის ფოთლებიც არგენტინული ჩაის წარმოებაში გამოიყენება. სხვა თავისუფალი პროექტების სახელების მსგავსად (მაგ.: GNU: "GNU is Not Unix!"), MATE ასევე წარმოადგენს რეკურსიულ აკრონიმს: "MATE Advanced Traditional Environment".

ისტორია

GNOME Foundation-მა 2011 წლის 6 აპრილს ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ რომ ამიერიდან ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი GNOME 3 გრაფიკული სივრცე გახდებოდა. GNOME 3-ის თავდაპირველი არასტაბილურობის და GNOME 2-ის პოპულარობის გამო, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის თემმა გააკრიტიკა GNOME Foundation-ის ეს გადაწყვეტილება. მაშინდელი მიმომხილველები GNOME 3-ის პერსპექტიულობის მიუხედავად, მის GNOME 2-თან შედარებით მოუწიფრობას აკრიტიკებდნენ. მომხმარებელთა ნაწილმა მოუწოდა თემს GNOME 3-ის საპირწონედ გაეგრძელებინა GNOME 2-ის განვითარება.

არგენტინელმა მომხმარებელმა Perberos-მა, 2011 წლის 18 ივლისს, Arch Linux-ის ფორუმზე გამოაქვეყნა განცხადება GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცის, MATE-ს დაფუძნების შესახებ. MATE სწრაფად გახდა პოპულარული და უკვე 2011 წლის ბოლოსთვის, ლინუქსის გავრცელებული დისტრიბუტივის, Linux Mint-ის მხარდაჭერა მოიპოვა. დღესდღეობით MATE-ს აქვს GTK+ 3-ის სრული მხარდაჭერა. ასევე მოხერხდა ძირითადი GNOME 2 პროგრამების MATE-სთვის განკუთვნილი ანალოგებით ჩანაცვლება.

ჩანაცვლებული პროგრამები

MATE-ს დეველოპერებმა მოახდინეს GNOME-ის საბაზისო პროგრამების განშტოება, და MATE-ს ანალოგების შექმნა. განშტოებულმა პროგრამებმა შეიძინეს ახალი ესპანურენოვანი სახელები:

  • Caja (ყუთი) - ფაილების მენეჯერი (Nautilus-ის ანალოგი)
  • Pluma (კალამი) - ტექსტის რედაქტორი (Gedit-ის ანალოგი)
  • Atril (კათედრა) - დოკუმენტების საჩვენებელი (Evince-ის ანალოგი)
  • Engrampa (კავი) - არქივების მენეჯერი (Archive Manager-ის ანალოგი)
  • MATE Terminal - ტერმინალის ემულატორი (GNOME Terminal-ის ანალოგი)
  • Marco (ჩარჩო) - ფანჯრების მენეჯერი (Metacity-ის ანალოგი)
  • Mozo (მიმტანი) - მენიუს რედაქტორი (Alacarte-ის ანალოგი)

გავრცელება

MATE არის რამდენიმე ლინუქსის და BSD დისტრიბუტივის ერთ-ერთი ოფიციალურად მხარდაჭერილი გრაფიკული სივრცე:

  • Linux Mint - მე-12 გამოცემიდან
  • Linux Mint Debian Edition - 2013 წლის მარტიდან
  • GhostBSD - 3.5 გამოცემიდან
  • Fedora - მე-18 გამოცემიდან
  • Ubuntu MATE - 14.10 გამოცემიდან

MATE ასევე ხელმისაწვდომია რამდენიმე დისტრიბუტივის რეპოზიტორიაში:

გამოცემის ისტორია

ვერსია გამოსვლის
თარიღი
თავდაპირველი ვერსია 19 აგვისტო, 2011
1.2 16 აპრილი, 2012
1.2 16 აპრილი, 2012
1.4 30 ივლისი, 2012
1.6 2 აპრილი, 2013
1.8 4 მარტი, 2014
1.8.1 9 სექტემბერი, 2014
1.8.2 13 მარტი, 2015
1.10 11 ივლისი, 2015
1.12 5 ნოემბერი, 2015
1.14 8 აპრილი, 2016
1.16 21 სექტემბერი, 2016
1.18 13 მარტი, 2017
1.20 7 თებერვალი, 2018
1.22 18 მარტი, 2019
1.24 10 თებერვალი, 2020
1.26 3 აგვისტო, 2021

რესურსები ინტერნეტში

  • ოფიციალური საიტი
  • Ubuntu MATE-ს ოფიციალური გვერდი

Read next

In 41 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article