2 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 92-ე დღე (ნაკიან წლებში — 93-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 273 დღე.
დღის მოვლენები
- 1513: ხუან პონსე დე ლეონმა აღმოაჩინა ფლორიდა
- 1930: ჰაილე სელასიე I გამოცხადდა ეთიოპიის იმპერატორად
- 1965: ბრაზილიაში შეიქმნა მთელ ლათინურ ამერიკაში უდიდესი სამაუწყებლო კომპანია Globo TV.
- 1982: დაიწყო ბრიტანულ-არგენტინული შეირაღებული კონფლიქტი ფოლკლენდის კუნძულების გამო
- 2004: ნატოში ახალი წევრები მიიღეს: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
- 2009: ალბანეთი და ხორვატია ნატოს სამხედრო ალიანსის ოფიციალური წევრები გახდნენ.
- 2012: უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი პლაგიატის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.
- 2017: ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2019: ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობას აბდელქადერ ბენსალაჰი ასრულებს.
- 2023:
- მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში იაკოვ მილატოვიჩი იმარჯვებს.
- ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერი ორპოს ოპოზიციური პარტია ნაციონალური კოალიცია იმარჯვებს.
ამ დღეს დაბადებულნი
- 742: კარლოს დიდი — ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერატორი
- 1545: ვალუა, ელიზაბეტ — საფრანგეთის პრინცესა და ესპანეთის დედოფალი, ფილიპე II-ის მესამე ცოლი
- 1653: ჯორჯ დანიელი — დანიის მეფე ფრედერიკ III-ის ვაჟი, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ანას ქმარი
- 1725: კაზანოვა, ჯოვანი ჯაკომო — იტალიელი მწერალი
- 1805: ანდერსენი, ჰანს კრისტიან — დანიელი მწერალი
- 1818: კრისტიან IX — დანიის მეფე, გლუქსბურგთა დინასტიის დამაარსებელი
- 1895: ტაბიძე, ტიციან — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
- 1914: გინესი, ალეკ — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი
- 1926: ბრებჰემი, ჯეკ — ავსტრალიელი სპორტსმენი
- 1927: პუშკაში, ფერენც — უნგრელი სპორტსმენი
- 1948: ნესტან სულავა — ქართველი მეცნიერი
- 1964: გამყრელიძე, დავით — პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1118: ბალდუინ I — იერუსალიმის მეფე და ედესის გრაფი
- 1272: რიჩარდ კორნუოლელი — გერმანიის მეფე
- 1305: ჟანა I — საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
- 1380: ფერდინანდ I — არაგონისა და სიცილიის მეფე
- 1640: ფლემინგი, პაულ — გერმანელი პოეტი
- 1657: ფერდინანდ III — საღვთო რომის იმპერატორი
- 1872: მორზე, სემიუელ — ამერიკელი გამომგონებელი
- 1883: ორბელიანი, გრიგოლ — ქართველი პოეტი
- 1914: ჰაიზე, პაულ ფონ — გერმანელი მწერალი
- 1952: ლიო, ბერნარ — ფრანგი ასტროფიზიკოსი
- 1974: პომპიდუ, ჟორჟ — საფრანგეთის პრეზიდენტი
- 1980: ალექსანდრე ოპარინი — საბჭოთა ბიოკიმიკოსი (დ. 1894)
- 2005: იოანე პავლე II — რომის პაპი
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ღირსნი მამანი, წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი
- წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე
- წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა
- ნიკიტა აღმსარებელი
- აგრეთვე:
- მსოფლიო: ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე