
ხენანი (ჩინ.: 河南; ფინინი Hénán) — პროვინცია სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ჭენგჭოუ. პროვინციის მოსახლეობა შეადგენდა 95 590 000 ადამიანს (2017).
გეოგრაფია
ხენანის პროვინციის ფართობი შეადგენს 167,000 კმ². მდებარეობს მდინაარების ხუანხესა და ხუაიხეს აუზში. პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს ჩინეთის დიდ ვაკეს, დასავლეთ ნაწილში შედის ცინლინისა და ტაიხანშანის მთების შტოქედები. ხშირია მდინარეთა ქსელი.
ისტორია
ხენანის ტერიტორია ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აღმოჩენილია ნეოლითური კულტური ნარჩენები. მის ტერიტორიაზე არის უძველესი ჩინური სახელმწიფოს, შანგის დედაქალაქის ნანგრევები. ძვ. წ. 209-208 წლებში ხენანის ტერიტორია იყო ჩენ შენის და უ გუანის გლეხთა აჯანყების ცენტრი. VII-IX საუკუნეებში შედიოდა ხუეინანისა და ხენანის ოლქების შემადგენლობაში, ხოლო XIII სუაკუნიდან გამოიყო ცალკე პროვინციად. XX საუკუნის დასაწყისში ხენანის ტერიტორიაზე გავიდა ლუინხანის და პეკინ-ხანკუს სარკინიგზო ხაზები, რომელთა ზონაში შეიქმნა სამრეწველო საწარმოები. 1942-1943 წლებში გვალვის გამო ხენანში დაიღუპა 2 მილიონამდე ადამიანი.
ადმინისტრაციული დაყოფა
ხენანის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 17 მუნიციპალიტეტად:
| რუკა | № | სახელი | ჩინურად | ფინინი |
|---|---|---|---|---|
| 1 | ჭენგჭოუ | 郑州市 | Zhèngzhōu Shì | |
| 2 | ანიანგი | 安阳市 | Ānyáng Shì | |
| 3 | ხეპი | 鹤壁市 | Hèbì Shì | |
| 4 | ძიაოწუო | 焦作市 | Jiāozuò Shì | |
| 5 | ქაიფენგი | 开封市 | Kāifēng Shì | |
| 6 | ლუოხე | 漯河市 | Luòhé Shì | |
| 7 | ლუოიანგი | 洛阳市 | Luòyáng Shì | |
| 8 | ნანიანგი | 南阳市 | Nányáng Shì | |
| 9 | ფინგტინგშანი | 平顶山市 | Píngdǐngshān Shì | |
| 10 | ფუიანგი | 濮阳市 | Púyáng Shì | |
| 11 | სანმენსია | 三门峡市 | Sānménxiá Shì | |
| 12 | შანციოუ | 商丘市 | Shāngqiū Shì | |
| 13 | სინსიანგი | 新乡市 | Xīnxiāng Shì | |
| 14 | სინიანგი | 信阳市 | Xìnyáng Shì | |
| 15 | სიოუჩანგი | 许昌市 | Xǔchāng Shì | |
| 16 | ჭოუქოუ | 周口市 | Zhōukǒu Shì | |
| 17 | ჭუმატიენი | 驻马店市 | Zhùmǎdiàn Shì |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-02-09 საიტზე Wayback Machine.
