factograf
KA

გირინი

გირინი

Key facts

მოსახლეობა27 462 297
ფართობი187 400km²
ქვეყანაჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
დედაქალაქიჩანჩუნი
ზემდგომი ადმინისტრაციული ერთეულიჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
აღწერილია წყაროებშიბრიტანიკა (1911)
All data from the card 10
ქვეყანა
ჩინეთი
ადმ. ცენტრი
ჩანჩუნი
შიდა დაყოფა
ჩანჩუნი, გირინი (ქალაქი), სიპინი (ქალაქი), Liaoyuan, Tonghua, Baishan, Songyuan, Baicheng და Yanbian Korean Autonomous Prefecture
კოორდინატები
43°53′03″ ჩ. გ. 125°18′30″ ა. გ. / 43.88417° ჩ. გ. 125.30833° ა. გ.
მმართველი
Jing Junhai და Han Jun
ფართობი
187,400 კმ²
მოსახლეობა
27,462,297 კაცი (2010)
სიმჭიდროვე
145 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
ჩინელები 91%
ოფიციალური საიტი
jl.gov.cn
წყალსაცავი გირინში
წყალსაცავი გირინში

გირინი (ჩინ.: 吉林; ფინინი Jílín) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ჩანგჩუნი. მოსახლეობა — 27,462,297 ადამიანი (21-ე ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.) ცხოვრობენ უმთავრესად ჩინელები, ასევე კორეელები და მანჭურიელები.

გეოგრაფია

გირინის პროვინციის ფართობი შეადგენს 187 400 კმ²-ს. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მანჭურია-კორეის მთებს (სიმაღლე 500-1200 მ, მაქსიმალური წერტილი 2744 მ. მთა ბაიტოშუანი). პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი უჭირავს სუნლიაოს ვაკეს. ჰავა ზომიერი, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 17-20 °C, ივლისისა 20-24 °C. ნალექები ვაკეზე 400-600 მმ წელიწადში, მტებში 1000 მმ-მდე. ჩრდილო-დასავლეთში შემორჩენილია სტეპი და ტყე-სტეპი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, მთებში შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ისტორია

უძველეს დროში გირინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ტუნგუსური ტომები. VIII-XIII საუკუნეებში გირინის უდიდესი ნაწილი შედიოდა ტუნგუსთა ბოხაის, კიდანების ლიაოს და ჯურჯენთა ძინის სახელმწიფოების შემადგენლობაში. 1234 წელს დაიპყრეს მონღოლებმა.მონღოლთა ბატონობის დამხობის შემდეგ, XIV საუკუნის II ნახევარში გირინის სამხრეთი ნაწილი გადავიდა ჩინეთის ხელში, ხოლო დანარჩენი დარჩა მონღოლთა და ტუნგუსთა გამგებლობაში. XVII საუკუნის დასაწყისში გირინის მთელი ტერიტორია ემორჩილებოდა მანჯურიას, რომლებმაც XVII საუკუნეში ჩინეთიც დაიპყრეს. ცინის დინასტიის დროს გირინი და მანჭურიის სხვა პროვინციები ითვლებოდა მანჭურიის სახლის დომენად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გირინის დასახლება ჩინელებით, რამაც გაზარდა დამუშავებული მიწის ფართობები. გირინის ეკონომიკურ აღმავლობას ხელი შეუწყო 1903 წელს გაყვანილმა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზამ. 1931 წელს იაპონიის მიერ მანჭურიის ოკუპაციის შემდეგ გირინის მიწებს იაპონია დაესაკუთრა. 1946-1948 წლებში გირინის დიდი ნაწილი გომინდანელთა ხელში აღმოჩნდა. 1949-1957 წლებში შეიქმნა ავტომშენებლობა.

ადმინისტრაციული დაყოფა

გირინის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

რუკა № სახელი ჩინურად ფინინი
1 ჩანგჩუნი 长春市 Chángchūn Shì
2 პაიჩენგი 白城市 Báichéng Shì
3 პაიშანი 白山市 Báishān Shì
4 გირინი 吉林市 Jílín Shì
5 ლიაოიუენი 辽源市 Liáoyuán Shì
6 სიფინგი 四平市 Sìpíng Shì
7 სუნგიუენი 松原市 Sōngyuán Shì
8 თუნგხუა 通化市 Tōnghuà Shì
9 იენპიენი-ჩრდილოეთ კორეის აო 延边朝鲜族自治州 Yánbiān Cháoxiǎnzú Zìzhìzhōu

ლიტერატურა

Read next

In 107 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article