iPad — iOS-ზე მომუშავე პლანშეტური კომპიუტერების სერია. იგი შემუშავებულია Apple Inc.-ის მიერ. პირველი iPad გამოვიდა 2010 წლის 3 აპრილს. ყველაზე უკანასკნელი მოდელების, iPad Air 2-ის და iPad Mini 3-ის გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 16 ოქტომბერს. მათი წინასწარი შეკვეთა ხელმისაწვდომი გახდა 17 ოქტომბერს.
iPad-ის მომხმარებლის გრაფიკული გარემო მრავალსენსორულ ეკრანს უკავშირდება. მისი მართვა შესაძლებელია ვირტუალური კლავიატურითაც. 2014 წლის ივნისისთვის მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 200 მილიონზე მეტი iPad.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „IPad“ ვიკისაწყობში.
- iPad-ის ოფიციალური საიტი
- iPad-ის ტექნიკური დეტალები
სქოლიო
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
