factograf
KA

ჩეხეთი

ჩეხეთი

Key facts

მოსახლეობა10 909 500
ფართობი78 871km²
არისქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები
ქვეყანაჩეხეთი
დედაქალაქიპრაღა
დაარსების ან შექმნის თარიღი1 იანვარი, 1993
სახელმწიფოს მეთაურიპეტრ პაველი
მთავრობის მეთაურიAndrej Babiš
კონტინენტიევროპა
სასაათო სარტყელიUTC+1
All data from the card 8
ოფიციალური ენა
ჩეხური
მთავრობა
საპარლამენტო რესპუბლიკა
ვალუტა
ჩეხური კრონა (CZK)
სასაათო სარტყელი
UTC+01:00
თარიღის ფორმატი
დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი
420
ISO 3166 კოდი
CZE
ინტერნეტ-დომენი
.cz1

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ჩეხეთის მთლიან ტერიტორიაზე ვხვდებით მთიან ლანდშაფტებს (ფართობი 78 866 კმ²), რომელიც უმეტესად ხასიათდება ზომიერი კონტიტენტური და ოკეანური კლიმატით. არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა 10,89 მილიონი მცხოვრებით. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,38 მილიონ ადამიანს შეადგენს; სხვა ძირითადი ქალაქებია ბრნო, ოსტრავა, ოლომოუცი და პლზენი.

ჩეხეთი არის განვითარებული ქვეყანა, მოწინავე, მაღალი შემოსავლის მქონე სოციალური საბაზრო ეკონომიკით. არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული სოციალური მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითა და უფასო-საუნივერსიტეტო განათლებით. იგი UN-ის ადამიანის განვითარების ინდექსით არის მსოფლიოს მე-13 ქვეყანა, ხოლო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით - მე-14 ქვეყანა (უკანასკნელში დგას ისეთ სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი). აგრეთვე არის მსოფლიოში რიგირთ მე-11 ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც დემოკრატიული მმართველობა კარგად ფუნქციონირებს.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Čechy; Česká republika.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.

ისტორია

არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში სახლობდა. აქ ძვ.წ III საუკუნეში კელტური ტომის ბოის მიგრაციამ დასაბამი მისცა გეოგრაფიულ სახელწოდება ბოჰემიას. ბოის ხალხმა დღევანდელი პრაღის ტერიტორიაზე საფორთეფიკაციო დასახლება ოპიდუმი დააარსა. მოგვიანებით, ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში აქ გერმანული ხალხი მარკომანები და კვადები დასახლდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში ციმბირის მხრიდან შემოჭრილმა ხალხმა ჰუნებმა, ხუნძებმა, ბულგარებმა და უნგრელებმა შავი ზღვისა და კარპატების მთებში მცხოვრები სლავები დასავლეთით განდევნეს. ამ დროიდან იწყება ჩეხეთის თანამედროვე ტერიტორიის სლავებით დასახლება. ჩეხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა VIII საუკუნეში, როგორც დიდი მორავიის იმპერიის ბოჰემიის საჰერცოგო. დიდმა მორავიამ მისი განვითარების პიკს IX საუკუნეში, მოიმირების დინასტიის მმართველობის ხანაში მიაღწია. 1002 წელს საჰერცოგო ოფიციალურად აღიარეს როგორც საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო სახელმწიფო, ხოლო 1198 წელს გახდა ბოჰემიის სამეფო, რომელმაც ტერიტორიულ მაქსიმუმს XIV-XVII საუკუნეებში მიაღწია. XIV-XVII საუკუნეებში პრაღა წარმოადგენდა საიმპერატორო ქალაქს. XV საუკუნის ბოჰემურმა რეფორმამ გამოიწვია ჰუსიტური ომები, რაც კონფესიური პლურალიზმისა და რელიგიური ტოლერანტობის პერიოდით დასრულდა.

1526 წელს მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, ბოჰემური გვირგვინის მიწები მთლიანად ჰაბსბურგთა მონარქიამ შეიერთა. პროტესტანტების ბოჰემიის აჯანყებამ (1618-20) კათოლიკე ჰაბსბურგების წინააღმდეგ სათავე დაუდო ოცდაათწლიან ომს. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, ჰაბსბურგებმა გააძლიერეს თავიანტი მმართველობა, გადააკეთეს კათოლიციზმი და დაიწყეს გერმანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1806 წელს წმინდა რომის იმპერიის დაშლის შედეგად ჩეხური მიწები ავსტრიის იმპერიის ნაწილი გახდა. მეორეხარისხოვანმა და ჩაგრულმა ჩეხურმა (ბოჰემურმა) ენამ და ლიტერატურამ გამოღვიძების ხანა XVII საუკუნეში დაიწყო. XIX საუკუნეში ჩეხეთის ტერიტორიები ინდუსტრიულ მიწებად იქცა და შემდგომში წარმოადგენდა 1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოყალიბებული ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ცენტრს. პირველი ომის შემდეგ პერიოდში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში იყო დამყარებული დემოკრატია. თუმცა, 1938 წლის დასაწყისში, ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის მიწები დაიპყრო, ხოლო სლოვაკეთი გახდა გერმანიის მარიონეტული სახელმწიფო. ჩეხეთი 1945 წელს აღდგა. ომის შემდეგ გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები ქვეყნიდან განდევნეს. 1946 ჩატარდა არჩევნები, რომელიც ხმათა უმრავლესობით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ მოიგო და 1948 წლის გადატრიალების შემდეგ (1948 coup d'état) მათ ჩამოაყალიბეს ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ჩეხოსლოვაკია სოციალისტურ სახელმწიფოდ დარჩა 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე; აღნიშნულმა რევოლუციამ კომუნისტური მმართველობა მშვიდობიანად დაასრულა და აღადგინა დემოკრატია ქვეყანაში. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა ორ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, სახელმწიფოდ. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს შეუერთდა 1999 წელს, ხოლო ევროკავშირს - 2004 წელს. აგრეთვე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი.

გეოგრაფია

ლანდშაფტი ზაფხულის დილის პერიოდში (ჩრდილოეთ ჩეხეთი)
ლანდშაფტი ზაფხულის დილის პერიოდში (ჩრდილოეთ ჩეხეთი)
კრკონოშეს მთები ზამთარში
კრკონოშეს მთები ზამთარში
3 images

მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 48° და 51° პარალელებსა და აღმოსავლეთ გრძედის 12° და 19° მერიდიანებს შორის, ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78 871 კმ². ჩეხეთის საზღვრების სიგრძე 2145 კილომეტრია. ქვეყანას ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი გერმანიასთან აქვს (810 კმ), მეორე ადგილზეა პოლონეთი (681 კმ), მესამეზე ავსტრია (402 კმ) და ყველაზე მოკლე (252 კმ) საზღვარი ქვეყანას სლოვაკეთთან აქვს.

ჩეხეთის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბოჰემია მოიცავს მდინარე ელბისა და ვლტავას ბასეინს; უმეტესად შემოსაზღვრულია დაბალი მთებით (მაგალითად, სუდეტებითა და კრკონოშით). ქვეყნის უმაღლესი წერტილი, სნეჟკა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1603 მეტრი სიმაღლეზე, სწორედ აღნიშნულ რეგიონში მდებარეობს. მორავია, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, არის აგრეთვე საკმაოდ მთიანი ტერიტორია.

ჩეხეთის რესპუბლიკიდან წყალი მიედინება სამ სხვადასხვა ზღვაში: ჩრდილოეთის ზღვაში, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში. ჩეხეთის მფლობელობაშია აგრეთვე მოლდაუჰაფენი, 30 000 მ² ფართობის ლოტი ჰამბურგის ნავსაშენში. აღნიშნული ტერიტორია ქვეყანას მიენიჭა ვერსალის ხელშეკრულების 363-ე მუხლით და მიზანი იყო ის, რომ ზღვაზე გასასვლელი არმქონე ქვეყნისთვის მიენიჭებინათ სატრანსპორტო ადგილი, რათა მდინარიდან დატვირთულ გემებს ზღვაში გასვლა შესძლებოდათ. ტერიტორია გერმანიას 2028 წელს უბრუნდება.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვხვდებით ოთხ ეროვნულ პარკს. მათ შორის ყველაზე ძველია კრკონოშეს ეროვნული პარკი; დანარჩენებია: შუმავის ეროვნული პარკი, პოდიის ეროვნული პარკი და ჩეხეთის შვეიცარია.

კლიმატი

ჩეხეთის რესპუბლიკა ძირითადად ხასიათდება კონტინენტური კლიმატით, თბილი ზაფხულითა და ცივი, ღრუბლიანი და თოვლიანი ზამთრით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტემპერატურის სხვაობა ზაფხულსა და ზამთარში საკმაოდ მაღალია.

სიმაღლის მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვხვდებით განსვავებულ ტემპერატურებს. ზოგადად, უფრო მაღალ სიმაღლეებზე ტემპერატურები მცირდება და ნალექების რაოდენობა იზრდება. ჩეხეთში ყველაზე მეტი ნალექსი სოფელ ბალი-პოტოკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის და წელიწადში 1500 მილიმეტრს აჭარბებს, ხოლო ყველაზე მშრალი ადგილი - პრაღის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ლოუნის რაიონში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთების განაწილება, რაც, შესაბამისად, იწვევს კლიმატის მრავალფეროვნებას ქვეყანაში.

ქვეყნის უმაღლეს წერტილ სნეჟკაზე საშუალო ტემპერატურა —0,4 °C-ია, ხოლო ქვეყნის უდაბლეს ადგილზე +10 °C. ქვეყნის დედაქალაქი პრაღა მსგავსი საშუალო ტემპერატურით ხასიათდება, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქალაქისთვის დამახასიათებელი (ურბანული) ფაქტორები.

ჩვეულებრივ, ყველაზე ცივი თვე იანვარია (შემდეგ მოსდევს თებერვალი და დეკემბერი). აღნიშნული თვეების განმავლობაში, მთებში ძირითადად თოვს; თოვლი აგრეთვე მოსალოდნელია დიდ ქალაქებსა და დაბლობებშიც. მარტში, აპრილსა და მაისში, ჩვეულებრივ, ტემპერატურა მაღალი სისწრაფით იმატებს, განსაკუთრებით აპრილში, როცა ტემპერატურა და ამინდი დღის განმავლობაში ხშირად იცვლება. გაზაფხულის პერიოდში, თოვლის დნობის გამო, მდინარეები შედარებით უხვწყლიანია.

ყველაზე ცხელი თვე ივლისია (შემდეგ მოსდევს აგვისტო და ივნისი). საშუალოდ, ზაფხულის დღის ტემპერატურები 20-30°C-ია.

შემოდგომა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრით, რომელიც საკმაოდ თბილი და მშრალი თვეა. ოქტომბრის განმავლობაში ტემპერატურა 15 ან 10 °C-მდე ეცემა. ამ პერიოდში ფოთლოვანი ტყეები ფოთოლცვენას იწყებენ. ნოემბრის ბოლოსკენ ტემპერატურა უკვე თითქმის ყინვის ნიშნულამდე ეცემა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ოდესმე ჩეხეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულა, არის —42.9 °C (დაფიქსირდა 1929 წელს, ჩესკე-ბუდეიოვიცეში), ხოლო ყველაზე მაღალი +40.4 °C (დაფიქსირდა 2012 წელს, დობრიჩოვში). წვიმებს უმეტესად ზაფხულში ვხვდებით.

სახელმწიფო

ჩეხეთი მრავალპარტიული საპარლამენტო წარმომადგენლობითი რესპუბლიკაა. ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანია, ქვედა პალატას დეპუტატთა პალატა (ჩეხ. Poslanecká sněmovna, 200 წევრი) ეწოდება ხოლო ზედა პალატას სენატი (ჩეხ. Senát, 81 წევრი). დეპუტატთა პალატის წევრებს 4 წლის ვადით პროპორციული წესით ირჩევენ, პარლამენტის ქვედა პალატაში მოსახვედრად 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დაძლევაა საჭირო. საარჩევნო ოლქები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ემთხვევა და ჯამში 14 რეგიონშია გადანაწილებული (13 მხარე და 1 დედაქალაქი). სენატის წევრები აირჩევიან სპეციალურად შექმნილ ერთმანდატიან ოლქებში ორტურიანი კენჭისყრის მეშვეობით, 6 წლის ვადით. სენატის წევრთა მესამედის არჩევნები ყოველი ლუწი წლის შემოდგომაზე იმართება. ანუ ყოველ მეორე წელს შესაძლებელია სენატის წევრთა მესამედის ჩანაცვლება.

ჩეხეთის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური შეზღუდული და კონკრეტული უფლებამოსილებებით. ის ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. 1993 წლიდან 2012 წლამდე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აირჩეოდა პარლამენტის ერთობლივი სესიის მიერ ხუთწლიანი ვადით, არაუმეტეს ორი ზედიზედ ვადით არჩევის უფლებით (ვაცლავ ჰაველი და ვაცლავ კლაუსი ორივე ორჯერ აირჩიეს). 2013 წელს ეს წესი შეიცვალა და ამჟამად პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, არჩევნების გზით ხდება. ზოგიერთის აზრით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შემოღებით, ჩეხეთის რესპუბლიკა საპარლამენტო სისტემას დაშორდა და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

საავტომობილო
ნომრების ინდექსები
რეგიონის სახელი
ქართულად
რეგიონის სახელი
ჩეხურად
ადმინისტრაციული
ცენტრი
მოსახლეობა
(2004 წელს)
მოსახლეობა
(2010 წელს)
A პრაღა Hlavní město Praha n/a 1 170 571 1 251 072
S ცენტრალური ბოჰემიის მხარე Středočeský kraj პრაღა 1 144 071 1 256 850
C სამხრეთ ბოჰემიის მხარე Jihočeský kraj ჩესკე-ბუდეიოვიცე 625 712 637 723
P პლზენის მხარე Plzeňský kraj პლზენი 549 618 571 831
K კარლოვი-ვარის მხარე Karlovarský kraj კარლოვი-ვარი 304 588 307 380
U უსტეცის მხარე Ústecký kraj უსტი-ნად-ლაბემი 822 133 835 814
L ლიბერეცის მხარე Liberecký kraj ლიბერეცი 427 563 439 458
H ჰრადეც-კრალოვეს მხარე Královéhradecký kraj ჰრადეც-კრალოვე 547 296 554 370
E პარდუბიცეს მხარე Pardubický kraj პარდუბიცე 505 285 516 777
M ოლომოუცის მხარე Olomoucký kraj ოლომოუცი 635 126 641 555
T მორავია-სილეზიის მხარე Moravskoslezský kraj ოსტრავა 1 257 554 1 244 837
B სამხრეთ მორავიის მხარე Jihomoravský kraj ბრნო 1 123 201 1 152 819
Z ზლინის მხარე Zlínský kraj ზლინი 590 706 590 527
J ვისოჩინის მხარე Kraj Vysočina იიჰლავა 517 153 514 805

დემოგრაფია

2015 წლის მონაცემებით, შობადობის საერთო მაჩვენებელი იყო 1,57 ბავშვი/ქალზე, რაც 2.1-ის მიხედვით ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მოსახლეობა: საშუალო ასაკი 42.5 წელია. 2013 წელს სიცოცხლის საშუალო ხანრგძლოვობა შეადგენდა 77,56 წელია (74,29 წელი კაცებში, ხოლო 81,01 წელი - ქალებში). 2007 წელს ემიგრაციამ მოსახლეობა თითქმის 1 %-ით გაზარდა. ჩეხეთში ემიგრაციით წლიურად დაახლოებით 77 000 ადამიანი შედის. ვიეტნამელმა ემიგრანტებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დასახლება დაიწყეს კომუნისტურ პერიოდში, როცა ისინი ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ქვეყანაში სტუმრად მიიწვია. 2009 წელს ჩეხეთში დაახლოებით 90 000 ვიეტნამელი ცხოვრობდა. თავიდან სტუმრად ჩამოსულ ვიეტნამელთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა.

2011 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა შემდეგნაირად ნაწილდება: ჩეხები (63,7 %), მორავები (4,9 %), სლოვაკები (1,4 %), პოლონელები (0,4 %), გერმანელები (0,2 %) და სელიზიანები (0,1 %). ვინაიდან გამოკითხვისას „ეროვნება“ არასავალდებულო გრაფა იყო, ხალხის დიდმა ნაწილმა (26,0 %) ეს ველი ცარიელი დატოვა. იგივე აღწერის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 250 000 ბოშა ცხოვრობს. ქვეყანაში პოლონელები ძირითადად ზოლზის რეგიონში ცხოვრობენ.

ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 496 413 (მოსახლეობის 4,5 %) უცხოელი. მათ შორის უდიდეს საზოგადოებებს ქმნიან უკრაინული (22 %), სლოვაკური (22 %), ვიეტნამური (12 %), რუსული (7 %) და გერმანული (4 %) ჯგუფები. უცხოელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს პრაღასა (37,3 %) და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში (13,2 %).

რელიგია

ჩეხეთის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური მოსახლეობა ჰყავს; აქ მცხოვრებთა დაახლოებით 75 %-79% მონაწილეობას არ იღებს რელიგიურ გამოკითხვებში, ხოლო ნამდვილ ათეისტთა წილით (30 %) ჩეხეთი მხოლოდ ჩინეთსა (47 %) და იაპონიას (31 %) ჩამორჩება. ჩეხ ხალხს ისტორიულად ახასიათებდნენ, როგორც „ტოლერანტებსა და რელიგიის მიმართ გულგრილებს“.

2011 წლის გამოკითხვაში მოსახლეობის 34 %-მა განაცხადა, რომ არ იყო რელიგიის მიმდევარი; 10 % კათოლიკე იყო, 0,8 % - პროტესტანტი. მოსახლეობის 45 %-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ რელიგიას აღიარებდა იგი. 1991 წლიდან 2001 წლამდე და შემდეგ 2011 წლამდე კათოლიციზმის მიმდევრები შემცირდა ჯერ 39 %-დან 27 %-მდე, შემდეგ კი 10 %-მდე; სავარაუდოდ მუსლიმი მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, რაც ჩეხეთის მოსახლეობის 0,2 %-ია.

განათლება

ჩეხეთში სავალდებულო განათლება მოიცავს 9 წელს; შემდეგ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ უმაღლესი განათლება უფასოდ (განათლების მიღების საშუალო დრო 13,1 წელია). გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკას, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქვს უფრო თანაბარი საგანმანათლებლო სისტემა. კარლის უნივერსიტეტი, რომელიც 1348 წელს დაარსდა, იყო პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში. ქვეყანაში სხვა ძირითად უნივერსიტეტებში შედის: მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, პალასკის უნივერსიტეტი, საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია და ეკონომიკის უნივერსიტეტი.

ეკონომიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის 2013 წლის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.
ჩეხეთის რესპუბლიკის 2013 წლის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

კულტურა

მუსიკა

მუსიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 1000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის X საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.

თეატრი

ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. XIX საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც XX საუკუნეში გახდა მოდერნიზებული ევროპული თეატრის ნაწილი.

სპორტი

სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადღება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.

სპორტი ერთ-ერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.

მემკვიდრეობა

კარლის ხიდი
კარლის ხიდი

ცნობილი ჩეხები

ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.

გალერეა

  • პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც არის უძველესი მუშა ასტრონომიული საათი მსოფლიოში
    პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც არის უძველესი მუშა ასტრონომიული საათი მსოფლიოში
  • კარლსტეინის ციხესიმაგრე ცენტრალურ ბოჰემიანის რეგიონში, რომელიც დაარსებული იქნა 1348 წელს ჩარლზ IV-ს მიერ
    კარლსტეინის ციხესიმაგრე ცენტრალურ ბოჰემიანის რეგიონში, რომელიც დაარსებული იქნა 1348 წელს ჩარლზ IV-ს მიერ
  • მარიანსკე ლაზნე, სპა სოფელი კარლოვი ვარის რეგიონში
    მარიანსკე ლაზნე, სპა სოფელი კარლოვი ვარის რეგიონში
  • ჩეხეთის კრუმლოვის ციხესიმაგრე სამხრეთ ბოჰემიანის რეგიონში
    ჩეხეთის კრუმლოვის ციხესიმაგრე სამხრეთ ბოჰემიანის რეგიონში
  • სამეფო ციხესიმაგრე ჰლუბოკას ვლტავოუში, აშენებული XIII საუკუნეში
    სამეფო ციხესიმაგრე ჰლუბოკას ვლტავოუში, აშენებული XIII საუკუნეში
  • იარომირ იაგირი არის ლიდერი მექულეთა შორის მოქმედ NHL ჰოკეისტებს შორის
    იარომირ იაგირი არის ლიდერი მექულეთა შორის მოქმედ NHL ჰოკეისტებს შორის
  • წმინდა ბარბარას ეკლესია კუტნა ჰორაში
    წმინდა ბარბარას ეკლესია კუტნა ჰორაში
  • ტრადიციული კოსტუმები
    ტრადიციული კოსტუმები
  • ჩეხური სტერნბერკი არის ადრეული გოთიკური ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენებული
    ჩეხური სტერნბერკი არის ადრეული გოთიკური ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენებული
  • ჩეტო ლედნიცეში, არის ვილა რომელსაც ააქვს ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში
    ჩეტო ლედნიცეში, არის ვილა რომელსაც ააქვს ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში
  • ხედი კრკონოშეს მთებიდან
    ხედი კრკონოშეს მთებიდან
  • უძველესი ჩეხეთის სამეფო იუველირი არის ევროპაში სიძველით მე-4 ადგილზე
    უძველესი ჩეხეთის სამეფო იუველირი არის ევროპაში სიძველით მე-4 ადგილზე

ლიტერატურა

  • Hochman, Jiří (1998). Historical dictionary of the Czech State. Scarecrow Press. ISBN 0810833387

Read next

In 288 languages

ქართულიаԥсшәаAcèhадыгабзэAfrikaansAlemannischአማርኛPangcaharagonésÆngliscOboloअंगिकाالعربيةܐܪܡܝܐالدارجةمصرىঅসমীয়াasturianuаварKotavaअवधीAymar aruazərbaycancaتۆرکجهбашҡортсаBasa BaliBoarischžemaitėškaBikol Centralбеларуская (тарашкевіца)беларускаяBetawiбългарскиभोजपुरीBislamaবাংলাབོད་ཡིགবিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরীbrezhonegbosanskiбуряадcatalàChavacano de Zamboanga閩東語 / Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄нохчийнCebuanoChamoruᏣᎳᎩTsetsêhestâheseکوردیcorsuqırımtatarcačeštinakaszëbscziсловѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟчӑвашлаCymraegdanskDeutschZazakidolnoserbskiडोटेलीދިވެހިބަސްཇོང་ཁeʋegbeΕλληνικάemiliàn e rumagnòlEnglishEsperantoespañoleestieuskaraestremeñuفارسیFulfuldesuomivõroføroysktfrançaisarpetanNordfriiskfurlanFryskGaeilgeGagauzkriyòl gwiyannenGàidhliggalegoگیلکیAvañe'ẽगोंयची कोंकणी / Gõychi Konknni𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺ગુજરાતીGaelgHausa客家語 / Hak-kâ-ngîHawaiʻiעבריתहिन्दीFiji HindihrvatskihornjoserbsceKreyòl ayisyenmagyarհայերենԱրեւմտահայերէնinterlinguaJaku IbanBahasa IndonesiaInterlingueIgboIñupiatunIlokanoIdoíslenskamedžuslovjanskyitaliano日本語Patoisla .lojban.JawaQaraqalpaqshaTaqbaylitKarai-karaiадыгэбзэKabɩyɛTyapKongoқазақшаភាសាខ្មែរಕನ್ನಡYerwa Kanuri한국어перем комикъарачай-малкъарکٲشُرkurdîкомиkernowekкыргызчаLatinaLadinoLëtzebuergeschлаккулезгиLingua Franca NovaLugandaLimburgsLigureLadinlombardlingálaລາວlietuviųlatgaļulatviešuMadhurâBasa BanyumasanмокшеньMalagasyолык марийMāoriMinangkabauмакедонскиമലയാളംмонголꯃꯤꯇꯩ ꯂꯣꯟဘာသာမန်मराठीBahasa MelayuMaltiMirandésမြန်မာဘာသာэрзяньمازِرونیNapulitanoNedersaksiesPlattdüütschनेपालीनेपाल भाषाNederlandsnorsk nynorsknorskNovialNouormandNupeDiné bizaadChi-ChewaoccitanlivvinkarjalaOromooଓଡ଼ିଆиронਪੰਜਾਬੀPangasinanKapampanganPapiamentuPicardDeitschPälzischpolskiPiemontèisپنجابیΠοντιακάپښتوportuguêsRuna Simiရခိုင်rumantschromani čhibromânăarmãneashtitarandíneрусскийрусиньскыйIkinyarwandaसंस्कृतम्саха тылаᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤsardusicilianuScotsسنڌيdavvisámegiellasrpskohrvatski / српскохрватскиTaclḥitတႆးසිංහලSimple EnglishslovenčinaslovenščinaGagana SamoaanarâškielâchiShonaSoomaaligashqipсрпски / srpskiSranantongoSiSwatiSesothoSeelterskSundasvenskaKiswahiliślůnskiSakizayaதமிழ்TayalతెలుగుtetunтоҷикӣไทยTürkmençeTagalogtolışilea faka-Tongatoki ponaTok PisinTürkçeSeediqXitsongaтатарча / tatarçachiTumbukareo tahitiудмуртئۇيغۇرچە / Uyghurcheукраїнськаاردوoʻzbekcha / ўзбекчаvènetovepsän kel’Tiếng ViệtWest-VlamsVolapükwalonWinarayWolof吴语მარგალურიייִדישYorùbáVahcuenghZeêuws文言閩南語 / Bân-lâm-gí粵語中文isiZulu

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article