
ისტორია
- (1809-1862): 50 წლიანი ერთობის პერიოდი, როდესაც ფინეთის მმართველებმა შეძლეს რუსეთის დარწმუნება როგორც საკუთარ ასევე ხალხის ერთგულებაში.
- (1863-1898): ეროვნული თვით შეგნების ზრდის 35 წლიანი პერიოდი. როდესაც აღდგა ფინეთის პარლამენტი და ფინური ენა უბრალო ადამიანების ენიდან ეროვნულ, შვედურის ტოლფასოვან ენად იქცა.
- (1899-1917): რუსიფიკაციის 20 წლიანი პერიოდი, რამაც საბოლოოდ გააფუჭა ურთიერთობა რუსეთის იმპერიასა (შემდგომში საბჭოთა კავშირთან) და ფინეთს შორის.
მოსახლეობის რაოდენობა ფინეთის დიდი სამთავროში
- 1810: 863,000
- 1830: 1,372,000
- 1850: 1,637,000
- 1870: 1,769,000
- 1890: 2,380,000
- 1910: 2,943,000
- 1920: 3,148,000
ჰერალდიკა
- ძირითადი სტატიები: ფინეთის დროშა, ფინეთის გერბი
გერბი თავიდან დაახლოებით 1580 წელს გუსტავ ვაზას სარკოფაგისთვის შეიქმნა. ეს გერბი იყო მიღებული ფინეთის დიდი სამთავროსთვისაც. გერბის საბოლოო სახე შემუშვდა IXX საუკეუნეში (შეიცვალა აღმოსავლური ხმალის მდებარეობა).
1860-იან წლებში, ფენომანურ მოძრაობაში დაიწყო ფინურ დროშაზე საუბარი. 1863 წელს ეროვნული დროშის კანდიდატად რამდენიმე ვარიანტი იყო წარდგენილი. (იხ: [1]). ორი ძირითადი ვარიანტი იყო დროშები წეთელი-ყვითელით და ცისფერი-თეთრით. თუმცა არც ერთი კანდიდატი ფინეთის პარლამენტში დასამტკიცებლად არ გატანილა, შესაბამისად 1918 წელს, რუსეთისგან თავისუფლების მოპოვებამდე (როდესაც მიღებული იქნა ფინეთის თანამედროვე დროშა) ხალხი იყენებდა ნებისმიერ მათგანს მათი შეხედულების მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფინეთის დიდი სამთავრო“ ვიკისაწყობში.
- 1811 წლის იმპერიული მანიფესტის გერმანული და ფინური ტექსტი
