factograf
KA
Sign in

The Rasmus

The Rasmus

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი1994
არისროკ-ჯგუფი
ჟანრიალტერნატიული როკი
All data from the card 7
წარმოშობა
ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი
როკი ალტერნატიული როკი მძიმე როკი სოფტ-როკი რეპ-როკი ალტერნატიული მეტალი
აქტიური
1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
Playground Music DRT Entertainment Interscope (US) Motor Music (Germany) Universal Music (Finland)
წევრები
ლაური ილონენი ერო ჰეინონენი ემილია სუჰონენი აკი ჰაკალა
ყოფილი წევრები
პაული რანტასალმიიანე ჰეისკანენი
საიტი
therasmus.com

The Rasmus — ფინური როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1994 წელს ქალაქ ჰელსინკიში, ამ დროს ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ჯგუფი ჩამოაყალიბეს: ლაური ილონენმა (ვოკალი), ერო ჰეინონენმა (ბასი), პაული პანტასალმმა (გიტარა), იანე ჰეისკანენმა (დასარტყმელი საკრავები). 1998 წელს ჯგუფი დატოვა იანე ჰეისკანენმა, ჯგუფს მალევე შეუერთდა აკი ჰაკალა.

1996 წელს The Rasmus-მა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი Peep, რომელსაც დიდი პოპულარობა არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა, რომლებიც ასევე არ იყო პოპულარული. 2001 წელს The Rasmus-მა გამოუშვა ახალი ალბომი Into, რომელიც საკმაოდ პოპულარული გამოდგა. 2003 წელს მან გამოუშვა ალბომი Dead Letters, რომელიც ყველა დანარჩენ ალბომზე პოპულარული გამოდგა, The Rasmus ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდა. ამ დროისათვის მას უკვე გამოშვებული ჰქონდა 21 სინგლი, რომლებიც ჩარტებში პირველ ადგილს ინარჩუნებდნენ — „Liquid“, „F-F-F-Falling“, „In the Shadows“, „First Day of My Life“, „Funeral Song“, „No Fear“, „Sail Away“, „Livin' in a World Without You“, და „Justify“.

2003 წელს ჯგუფმა MTV-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო სკანდინავიური ჯგუფის ტიტული მიიღო. 2005 წელს კი საუკეთესო ფინური ჯგუფის.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • Peep (1996)
  • Playboys (1997)
  • Hell of a Tester (1998)
  • Into (2001)
  • Dead Letters (2003)
  • Hide from the Sun (2005)
  • Black Roses (2008)
  • The Rasmus (2012)
  • Dark Matters (2017)

Read next

In 57 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article