factograf
KA
Sign in

Tesla Model 3

Tesla Model 3
2023 refresh, rear
2023 წლის განახლება, უკანა
2023 refresh, Performance trim, front
2023 წლის განახლება, Performance, წინა
2023 refresh, Performance trim, rear
2023 წლის განახლება, Performance, უკანა
2023 refresh, interior
2023 წლის განახლება, ინტერიერი
2020 წლის სტილის ცვლილებები
2020 წლის სტილის ცვლილებები
2023 refresh, rear
2023 წლის განახლება, უკანა
2023 refresh, Performance trim, front
2023 წლის განახლება, Performance, წინა
2023 refresh, Performance trim, rear
2023 წლის განახლება, Performance, უკანა
2023 refresh, interior
2023 წლის განახლება, ინტერიერი
9 images

Tesla Model 3 არის ფასტბეკის ძარის სტილის საშუალო ზომის სედანი. იგი 2017 წელს პირველად წარადგინა Tesla, Inc.-ის..ეს ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე Tesla-ს წინა მოდელები. 2018 წლიდან 2020 წლამდე, Model 3 იყო მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი დატენვადი ელექტრომობილი სანამ კროსოვერი Tesla Model Y პირველ ადგილს დაიკავებდა. 2021 წლის ივნისში, Model 3 გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელის გაყიდვებმაც1 მილიონს გადააჭარბა.

Model 3-ის ფეისლიფტი 2023 წლის ბოლოს Gigafactory Shanghai- ის მიერ იქნა წარმოებული, ხოლო 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში Tesla Fremont Factory- ის მიერ გამოშვებული მოდელების გაყიდვა დაიწყეს.

2020 ცვლილებები

2020 წლის ნოემბერში Model 3-მა მიიღო ექსტერიერისა და ინტერიერის სტილის ცვლილებები, ამ ცვილებებიდან ბევრი გადავიდა მაშინდელ ახალ Model Y-ზე. ყველაზე შესამჩნევი კოსმეტიკური ცვლილება იყო ის, რომ კარის სახელურების, გვერდითი სარკის, ფანჯრის და კამერის ქრომირებული დეტალები გახდა შავი ფერის.

სხვა ცვლილებები

ასევე გარკვეული აპარატურა იქნა ამოღებული ავტომობილიდან: ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის რადარის სენსორი გაუქმდა 2021 წლის აპრილში, წინა მგზავრის სავარძლის ზურგის საყრდენი ამოიღეს 2021 წლის მაისში და ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც გამოყენებოდა პარკინგის დროს გააუქმეს 2022 წლის ოქტომბერში და შეიცვალა Tesla Vision-ით, Tesla-ს ხედვაზე დაფუძნებული პარკინგის სისტემით.

2023 განახლება

2023 წლის 1 სექტემბერს Tesla-მ გამოაცხადა Model 3-ის დიზაინის განახლება: უფრო მეტი მანძილის გავლა, წარმოების დაბალი ხარჯები, ტექნიკური გაუმჯობესებები და განახლებული ექსტერიერი და ინტერიერი. პროექტირების დროს განახლებას ეწოდა კოდური სახელი "Project Highland". იგი წარადგინეს 2023 წლის მიუნხენის საავტომობილო შოუზე.

Gigafactory Shanghai იყო Tesla-ს პირველი ქარხნა, რომელმაც დაიწყო განახლებული Model 3-ის დამზადება, მანქანა იყიდება ჩინეთში და იმ ბაზრებზე, რომლებშიც Tesla ახორციელებს ექსპორტს ჩინეთიდან, მათ შორის ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია და იაპონია. განახლებული Model 3 ხელმისაწვდომი გახდა შეკვეთისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 2024 წლის 10 იანვარიდან, ამ მოდელების წარმოება ხორციელდება Tesla Fremont Factory-ში.

წარმოება

Gigafactory Shanghai აწარმოებს Model 3-ს 2019 წლის დეკემბრიდან რომელიც ადგილობრივი ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ასევე აშშ-ის გარდა სხვა რაიონებში ექსპორტისთვის.

უსაფრთხოება

2019 წელს ავარიის ტესტირების შემდეგ, Model 3-მა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიაში საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან და 94% Euro NCAP ქულა აქტიურ უსაფრთხოებაში.

მოდელმა 3-მა 2026 წელს შესაძლოა დაკარგოს Euro NCAP ხუთ ვარსკვლავიანი რეიტინგი ფიზიკური ღილაკების არარსებობის გამო.

საიმედოობა

2024 წლის ნოემბერში Tesla Model 3-მა ბოლო ადგილი დაიკავა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის (TÜV) ანალიზში ახალი მანქანების საგზაო ინსპექტირების შედეგების ანალიზში გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში ეს შემოწმება სავალდებულოა. TÜV-ის თანახმად, მდაზიანების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ Tesla არ საჭიროებს რეგულარულ მოვლას. დანიაში 2024 წელს Tesla Model 3-ის 2020 წლის მოდელის 23%-მა ვერ შეძლო პირველი შემოწმების გავლა, ხოლო სხვა ბრენდების ელექტრო მანქანების 9%-მა ვერ შეძლეს შემოწმების გავლა.

Read next

In 43 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article