Sony Pictures Entertainment Inc. (SPE) — იაპონური ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური და მედია კონგლომერატის, Sony-ს შვილობილი ამერიკული გასართობი კომპანია.
კომპანიის ოფისი მდებარეობს კალიფორნიის ქალაქ კულვერ-სიტიში და აერთიანებს Sony-ს ფილმების სტუდიას, ტელეპროდუქციას და სადისტრუბუციო ერთეულებს. მისმა ჯგუფურმა გაყიდვებმა 2014 წლის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
წლების მანძილზე, Sony Pictures-მა წარმატებით აწარმოა და გაავრელა ისეთი ფრენჩაიზები, როგორებიცაა Spider-Man, Men in Black, Underworld და Resident Evil.
Sony Pictures Entertainment ამერიკის კინოკომპანიების ასოციაციის (MPAA) წევრია.
ისტორია
1989 წელს, Sony-მ კომპანია The Coca-Cola Company-გან 3,4 მილიარდ აშშ დოლარად Columbia Pictures-ი შეიძინა. 1991 წელს მან კომპანიას სახელი შეუცვალა და Sony Pictures Entertainment უწოდა. 2005 წელს, Sony-მ ასევე იყიდა Metro-Goldwyn-Mayer-ი.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- SonyPictures.net (Sony Pictures Global Gateway)
- Sony Pictures Entertainment Museum
- Sony Pictures Entertainment (SPE) — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
.jpg?width=1280)