Primal Scream — შოტლანდიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1982 წელს გლაზგოში, ბობი გილესპის (წამყვანი ვოკალი) და ჯიმ ბიტის მიერ.
ჯგუფი 1982-1984 წლებში უკვე გამოდიოდა კონცერტებით, მაგრამ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც გილესპიმ The Jesus and Mary Chain დატოვა. ჯგუფმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1980-იანების ინდი-პოპის განვითარებაზე, თუმცა სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებსაც ითავსებდა. 1991 წლის ალბომმა Screamadelica მათ დიდი წარმატება მოუტანა. 2013 წელს გამოვიდა ჯგუფის დღეისთვის უკანასკნელი ალბომი More Light.
დისკოგრაფია
- Sonic Flower Groove (1987)
- Primal Scream (1989)
- Screamadelica (1991)
- Give Out But Don't Give Up (1994)
- Vanishing Point (1997)
- XTRMNTR (2000)
- Evil Heat (2002)
- Riot City Blues (2006)
- Beautiful Future (2008)
- More Light (2013)
- Chaosmosis (2016)
