Plastic Beach — ჯგუფ Gorillaz-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2010 წლის მარტში. ალბომში ნახევრად ვირტუალური ჯგუფი, რომლის იდეის ავტორია Blur-ის ლიდერი დეიმონ ოლბარნი, განაგრძობს ცდებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრთან, რომელთა შორის არის სოული, სინთპოპი, დისკო, ალტერნატიული როკი, ჰიპ-ჰოპი და თრიპ-ჰოპი. დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა შემსრულებლებმა. მათ შორის არიან - სნუპ დოგი, Hypnotic Brass Ensemble, არაბული მუსიკის შემსრულებელი ლიბანური ეროვნული ორკესტრი, ბობი უომეკი, მოს დეფი, Little Dragon და ჯგუფის The Clash მონაწილე მიკ ჯოუნსი.
შექმნა
დეიმონისა და ანიმატორ ჯეიმი ჰიულეტის თქმით, მუშაობა ალბომზე დაიწყო 2007 წლის ნოემბერში. თავდაპირველად პროექტს ეწოდებოდა Carousel, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ ეს გახდება Gorillaz-ის მესამე ალბომი, Plastic Beach,
რეაქცია და კრიტიკა
დღესდღეობით ალბომი ძირითადად დადებით შეფასებებს იმსახურებს. რესურსმა Metacritic მას მიანიჭა 100-დან 82 ქულა,
BBC - „...ვერ ვიტყვით, რომ ეს 2010 წლის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ეს ისეთი ჩანაწერია, რომელიც ერთ რიგში დგას ოლბარნის სხვა პროექტებთან ერთად და ახალი სიტყვაა თანამშრომლობის შედეგად შექმნილ მუსიკაში.“
Q - 5/5 - „ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული პოპი, რომელსაც ამ წელს მოისმენთ.“
Uncut - 4/5 - „შესანიშნავი კონცეპტუალური ალბომი, სავსე სრულყოფილი პოპ-სინგლებით.“
Mojo - 3/5 - „ოლბარნისა და მისი კომპანიის ეკო-იგავი ხმაურიანია, მაგრამ გაუგებარი.“
Clash - 7/10 - „რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ არის და შესაძლოა, რამდენიმე მოსმენაც დასჭირდეს, რათა სრული რეზიუმე დაიწეროს - ეს ყოველი ისეთი ალბომის თვისებაა, რომელიც თავისივე მარილის ტოლფასია.“
როლინგ სტოუნი - 3.5/5 - „ოლბარნს თავისი საქმისათვის თავი არ დაუნებებია. მაგრამ Plastic Beach ამტკიცებს, რომ ის მართლაც თავის როლშია, როგორც კი ანიმაციურ გმირად იქცევა.“
სიმღერების სია
#
სახელწოდება
ხანგრძლივობა
1.
„Orchestral Intro“
1:09
2.
„Welcome to the World of the Plastic Beach“ (მონაწილეობენ სნუპ დოგი და Hypnotic Brass Ensemble)
3:35
3.
„White Flag“ (მონაწილეობენ კანო, ბეში და არაბული მუსიკის შემსრულებელი ლიბანური ეროვნული ორკესტრი)