factograf
KA
Sign in

PC Engine GT

PC Engine GT
All data from the card 17
სხვა სახელწოდებები
PC Engine GT
მწარმოებელი
NEC
ტიპი
პორტატიული კონსოლი
თაობა
მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი
იაპ 1 დეკემბერი, 1990ჩრდ.ამ. დეკემბერი, 1990
თავდაპირველი ფასი
249.99 აშშ დოლარი
შეწყდა
ჩრდ.ამ. 1994
გაიყიდა
1.5 მილიონი
მედია
HuCard
კვება
6 AA-ის ბატარეა ან 6 ვოლტიანი AC-ის ადაპტერი
პროცესორი
HuC6280 7.16 მჰც ან 1.79 მჰც
მეხსიერება
8 კბ RAM
მონიტორი
400×270 პიქსელი
გრაფიკა
512 ფერის პალიტრა, 481 ფერი ეკრანზე
ხმა
PSG-ის 6 არხი
კავშირი
TurboLink
დაკავშირებული სტატიები
TurboGrafx-16

PC Engine GT (იაპონ. PCエンジンGT) — მეოთხე თაობის პორტატიული თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია NEC-ის მიერ. იაპონიაში კონსოლი გამოვიდა 1990 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე თვეში TurboExpress-ის სახელით. არსებითად ის წარმოადგენს TurboGrafx-16/PC Engine-ის სახლის კონსოლის პორტაბელურ ვერსიას, რომლის თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 44,800 იაპონურ იენას, ხოლო აშშ-ში 249.99 დოლარს. PC Engine GT დაანონსდა 1990 წლის აპრილში კოდური დასახელებით Game Tank.

სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.

კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.

ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • TurboExpress-ის ისტორია დაარქივებული 2018-06-23 საიტზე Wayback Machine. Defunct Games-ზე
  • TurboExpress დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. -ის ოფიციალური ვიკი
  • PC Engine GT-ის ათი საუკეთო თამაში Retro Gamer-ზე

Read next

In 14 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article