factograf
KA
Sign in

Nintendo Switch 2

Nintendo Switch 2
All data from the card 26
სხვა სახელწოდებები
კოდური სახელები: Ounce (Nintendo)Drake (Nvidia)
შემქმნელი
Nintendo
მწარმოებელი
Foxconn
ტიპი
ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი
5 ივნისი, 2025
თავდაპირველი ფასი
US$449.99 / A$699 / CA$629.99 / €469.99 / £395.99 / ¥49,980
გაიყიდა
19. 86 მილიონი (2026 წლის 31 მარტის მონაცემებით)
მედია
Switch სათამაშო ბარათიSwitch 2-ის სათამაშო ბარათიციფრული დისტრიბუცია
ოპერაციული სისტემა
Nintendo Switch-სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
5,220 mAh ლითიუმ-იონური ბატარეახანგრძლივობა: 2–6.5 საათი
სისტემური ჩიპი
მორგებული Nvidia Tegra T239 პროცესორი (კოდური სახელი „Drake“)
პროცესორი
რვაბირთვიანი ARM Cortex-A78C @ 998 MHz (დიკურებული); 1,101 MHz (დოკირების გარეშე)
მეხსიერება
12 GB LPDDR5X 128-ბიტი @ 6400 MHz (დოკირებული); 4266 MHz (დოკირების გარეშე)
მეხსიერების საცავი
256 GB UFS 3.1
ამოღებადი საცავი
microSD Express, 2 TB-მდე
მონიტორი
7.9 ინჩიანი LCD ეკრანი (279 პიქსელი ინჩზე), 1080p 120Hz-მდე HDR10-სა და VRR-ის მხარდაჭერითდოკირებული: 720p/1080p/1440p 120Hz-მდე, 4K 60Hz-ზე HDMI-ის საშუალებით, HDR10-ით
გრაფიკა
1,536 ამპერზე დაფუძნებული CUDA ბირთვი დოკირებული: 1,007 MHz, 3.09 TFLOPSდოკირების გარეშე: 561 MHz, 1.72 TFLOPS
ხმა
დოკირების გარეშე: Linear PCM 2.0 არხიანი სტერეო დინამიკები, 3D აუდიო ეფექტები დოკირებული: Linear PCM 5.1 არხი, 3D აუდიო ეფექტები
შეტანა
Joy-Con Joy-Con 2Nintendo Switch Pro ControllerNintendo Switch 2 Pro Controllerმულტიტაჩ სენსორული ეკრანი მიკროფონი ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგიით
კავშირი
Wi-Fi 6Bluetoothყურსასმენის ჯეკი2 × USB-CDock2 × USB 2.01 × Gigabit Ethernet1 × HDMI 2.1
ონლაინ სერვისები
Nintendo eShopNintendo Switch Online
ზომა
272 × 116 × 13.9 მმ (10.71 × 4.57 × 0.55 ინჩი) Joy-Con 2-ის მიმაგრებით.
წონა
534 გ (18.8 უნცია).
უკუთავსებადობა
Nintendo Switch
წინა
Nintendo Switch
საიტი
nintendo.com/us/gaming-systems/switch-2/

Nintendo Switch 2 — მეცხრე თაობის ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ, რომელიც მსოფლიოს უმეტეს რეგიონში 2025 წლის 5 ივნისს გამოვიდა. როგორც ნაწილი მეცხრე თაობის კონსოლებისა და რიგით მეორე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Sony-ის PlayStation 5-სა და Microsoft-ის Xbox Series X/S-ს.

ორიგინალი Nintendo Switch-ის მსგავსად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პორტატიული მოწყობილობა, როგორც პლანშეტი, ან როგორც სრულფასოვანი კონსოლი დოკ-სადგურის საშუალებით გარე ეკრანთან მიერთებით. Joy-Con 2 კონტროლერები ფუნქციონირებენს როგორც დამაგრებულ, ისე მოხსნილ მდგომარეობაში. მას ორიგინალ Switch-თან შედარებით უფრო დიდი ზომის თხევადკრისტალური ეკრანი და მეტი შიდა მეხსიერება გააჩნია, აგრეთვე განახლებული გრაფიკა, კონტროლერები და სოციალური ფუნქციები. Switch 2 მხარს უჭერს 1080p რეზოლუციას და 120Hz განახლების სიხშირეს პორტატიულ ან პლანშეტურ რეჟიმში, ხოლო 4K რეზოლუციას 60Hz განახლების სიხშირით დოკ-სდგურში შეერთებისას.

Switch 2 უკუთავსებადია Switch-ის თამაშების უმეტესობასთან, როგორც ფიზიკურად, ისე ციფრულად. ზოგიერთი თამაში პირდაპირ არ არის თავსებადი Switch 2-ის აპარატურულ ცვლილებებთან და Joy-Con 2 კონტროლერებთან, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი თამაში ორიგინალი Switch-ის Joy-Con-ის გამოყენებით, მაგალითად, ისეთი თამაშები, რომლებიც საჭიროებენ ინფრაწითელ ფუნქციონალს.

თამაშები ხელმისაწვდომია ფიზიკური სათამაშო ბარათებისა და Nintendo-ს ციფრული მაღაზია eShop-ის მეშვეობით. ზოგიერთ სათამაშო ბარათს მონაცემები არ აქვს, თუმცა მოთამაშეებს თამაშის კონტენტის ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს. Switch 2 აგრძელებს Nintendo Switch Online-ის სააბონენტო სერვისის მხარდაჭერას. ეს სერვისი აუცილებელია ზოგიერთი მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშისთვის და წვდომას გვაძლევს Nintendo Classics-ის ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძველი კონსოლების ემულირებულ თამაშებს მოიცავს; GameCube-ის თამაშები ექსკლუზიურად Switch 2-ისთვის ხელმისაწვდომია „Expansion Pack“ პაკეტის ფარგლებში. GameChat-ის ფუნქცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დისტანციურად ისაუბრონ და გააზიარონ ეკრანები და ვებ-კამერები.

Nintendo-მ Switch 2 2025 წლის 16 იანვარს წარადგინა, ხოლო მისი სრული ტექნიკური მახასიათებლები და გამოშვების დეტალები 2 აპრილს გამჟღავნდა. წინასწარი შეკვეთები რეგიონების უმეტესობაში 5 აპრილს დაიწყო. Switch 2 გააკრიტიკეს მაღალი ფასის გამო, რადგან მისი ფასი Switch-ის ფასს 50%-ით აღემატებოდა, და აგრეთვე ზოგიერთი Nintendo-ს მიერ გამოშვებული თამაშის გაზრდილი ფასის გამო.

რესურსები ინტერნეტში

  • შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo Switch 2“ ვიკისაწყობში.
  • ოფიციალური საიტი

Read next

In 47 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article