NGC 33 — ორმაგი ვარსკვლავი თევზების თანავარსკვლავედში. აღმოაჩინა ალბერტ მართმა 1861 წლის 9 სექტემბერს.
მისი პოვნა ძალიან რთულია, რადგან ეს ციური სხეული საკმაოდ მკრთალია, მის სიახლოვეს კი არც კაშკაშა ვარსკვლავები მოიძებნება. მას შემდეგ, რაც იპოვით თევზების 19-ს — რომელიც მე-5 ვარსკვლავიერი სიდიდით ანათებს და თევზების ომეგასა და თევზების ლამბდას შორის, მათი დაშორების ორი მესამედის მანძილზე მდებარეობს — შეძლებთ, შეუიარაღებელი თვალითვე მიაგნოთ თევზების 22-ს. ეს უკანასკნელი აღნიშნული ვარსკვლავიდან დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 2 გრადუსის დაშორებით ჩანს.
რესურსები ინტერნეტში
- NGC 33 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- NGC 33. SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg.
