NBA-ის განვითარების ლიგა (ან უბრალოდ D-ლიგა) (ინგლ. NBA Development League (D-League)) — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური მინორული ლიგა. 2005 წლამდე ცნობილი იყო როგორც ნაციონალური საკალათბურთო განვითარების ლიგა (ინგლ. National Basketball Development League (NBDL)). 2001 წლის შემოდგომაზე ლიგამ 8 გუნდთან ერთად დაიწყო ასპარეზობა. 2005 წლის მარტში, NBA-ის რწმუნებულმა დევიდ სტერნმა განაცხადა მომავლის გეგმები, რომ აპირება NBA-ს D-ლიგის გაზრდას 15 გუნდამდე და განევითარებინა როგორც ნამდვილი მინორული ლიგის სისტემით, რომლითაც ნებისმიერ D-ლიგის გუნდს ეყოლებოდა ერთი ან უფრო მეტი მოკავშირე გუნდი NBA-ში. 2011-12 წლების სეზონისთვის, ლიგა 16 გუნდამდე გაიზარდა. 2010-11 წლების NBA სეზონის დასასრულს, 23% NBA მოთამაშეებისა ჰქონდა დრო გატარებული D-ლიგაში.
NBA-ის განვითარების ლიგა

All data from the card 7
- სპორტი
- კალათბურთი
- დაარსდა
- 2001 წელს
- გუნდების რაოდ.
- 16
- ქვეყანა
- აშშ
- ამჟ. გამარჯვებული
- ოსტინ ტოროსი (1)
- ყველაზე ტიტულოვანი
- ტულსა 66 (2)
- ოფიციალური საიტი
- NBA D-League
Read next
In 33 languages
Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article