factograf
KA

Muse

Muse

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი1994
არისროკ-ჯგუფი
მიღებული ჯილდოებიNRJ Music Award d'honneur
ჟანრიროკ-მუსიკა
All data from the card 6
წარმოშობა
ტინმუთი, დევონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
ალტერნატიული როკი პროგრესული როკი მძიმე როკი არტ-როკი სპეის-როკი ელექტრონიკა
აქტიური
1994 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
Warner Bros. Helium 3 Taste Mushroom East West Dangerous Maverick
წევრები
მეთიუ ბელამი კრის უოლსტენჰოლმი დომინიკ ჰოვარდი
საიტი
muse.mu

Muse (ქართ. მუზა) — ინგლისური როკ ჯგუფი დევონის საგრაფოს ქალაქ ტინმუთიდან. ჩამოყალიბდა 1994 წელს. მისი წევრები არიან მეთიუ ბელამი (ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები), კრის უოლსტენჰოლმი (ბას-გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი), და დომინიკ ჰოვარდი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია).

ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Showbiz 1999 წელს გამოსცა. იგი გამოირჩეოდა ბელამის ფალცეტო ვოკალით და მელანქოლიური ალტერნატიული როკით. მეორე ალბომი, Origin of Symmetry (2001) უფრო აფართოებს მათ ჟღერადობას - მასში შეიმჩნევა მეტი ინსტრუმენტული დამუშავება და რომანტიკული კლასიკის გავლენა. ჯგუფმა მოიპოვა ენერგიული სასცენო გამოსვლების მქონე კოლექტივის სახელიც. Absolution-ში (2003) კლასიკური მუსიკის გავლენა კვლავ გაიზარდა. რამდენიმე სიმღერაში (მაგ. „Butterflies and Hurricanes“ გამოიყენებოდა ორკესტრიც). ეს დისკი იქცა Muse-ის პირველ ალბომად მთელი რიგი დისკებიდან, რომლებიც შემდგომში ხვდებოდნენ ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე.

Black Holes and Revelations (2006) გამოირჩევა ელექტრონულ მუსიკაზე და პოპზე გადასვლით, რაც უფრო შთაგონებული იყო 1980-იანების შემსრულებლების, მაგალითად, Depeche Mode-ის შემოქმედებით - ეს კარგად შეიმჩნევა „Supermassive Black Hole“-ში. ამ ალბომის Muse-მა საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია. The Resistance (2009) და The 2nd Law (2012) უფრო მთავრობების მხრიდან ადამიანებზე ზემოქმედების და პროტესტის თემებს განიხილავენ. Muse ამ პერიოდში იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასტადიონო ჯგუფად. მათი მეშვიდე ალბომი, Drones (2015), კონცეპტუალურია და ეხება დრონული იარაღის გამოყენებას. ამ ალბომით Muse მძიმე ჟღერადობას დაუბრუნდა.

ჯგუფი ფლობს მრავალ, მათ შორის - გრემის ჯილდოს საუკეთესო როკ-ალბომისთვის (The Resistance და Drones), ორ Brit-ს (ორჯერ - საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლისთვის), MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთ ჯილდოს და NME-ს რვა ჯილდოს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 20 მილიონზე მეტი ალბომი.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

  • შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Muse“ ვიკისაწყობში.
  • ოფიციალური საიტი

Read next

In 76 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article