Gotan Project — მუსიკალური ჯგუფი პარიზიდან, რომლის შემადგენლობაში არიან მუსიკოსები ფილიპ კოენ სოლალი (ფრანგი), ედუარდო მაკაროფი (არგენტინა), და ქრისტოფ მიულერი (შვეიცარიელი).
ჯგუფი ჩამოყალიბდა 1999 წელს. მათი პირველი რელიზი იყო "Vuelvo Al Sur/El Capitalismo Foraneo" 2000 წელს, რომელსაც მოჰყვა ალბომი "La Revancha del Tango" 2001 წელს. მათი მუსიკა ტანგოს ეფუძნება, თუმცა მასში ასევე გამოყენებულია ელექტრონული ელემენტები სემპლებისა და ბიტების სახით.
დისკოგრაფია
- 2000 Vuelvo Al Sur/El Capitalismo Foraneo
- 2001 La Revancha del Tango
- 2004 Inspiración Espiración
- 2006 Lunático
- 2006 El Norte
სხვა ელექტრონული ტანგოს მუსიკოსები
- ბახოფონდო ტანგო კლუბი.
- ტანგეტო.
- Otros Aires.
- კარლოს ლიბედინსკი.
- ფერნანდო მონტემურო.
- ულტრატანგო.
- პედრო მენენდეზი.
რესურსები
- ოფიციალური საიტი
- Mañana, ხვალინდელი დღის ტანგო
