| მიმოხილვების ქულები | |
|---|---|
| წყარო | რეიტინგი |
| AllMusic | |
| Billboard | "Spotlight" |
| გრემ რაიდი | |
| Encyclopedia of Popular Music | |
| Melody Maker | (კეთილგანწყობილი) |
| The Music Box | |
| People | (შერეული) |
| Rolling Stone | (კეთილგანწყობილი) |
| Smash Hits | 6/10 |
| Uncut | |
George Harrison — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის 1979 წლის სტუდიური ალბომი. ამ პერიოდში ჰარისონი დაქორწინდა ოლივია ტრინიდად არიასზე და ეყოლა შვილი დჰანი.
ისტორია
ალბომის Thirty Three & 1/3 გამოცემის შემდეგ ჰარისონი გაიტაცა მოგზაურობამ, ამიტომაც შემდეგი სტუდიური ალბომის ჩაწერა მხოლოდ 1978 წლის შუა თვეებში დაიწყო. პირველად რამდენიმე წლის შემდეგ მან დაიქირავა თანაპროდიუსერი - ეს იყო ცნობილი რას ტაიტლმენი. ალბომი ჩაწერილი იქნა რასის საკუთარ სტუდიაში, ხოლო სიმებიანი ორკესტრის პარტიები ჩაიწერეს ლონდონურ სტუდიაში AIR. სპეციალური სტუმრების სახით მოიწვიეს სტივ უინვუდი, გარი რაიტი და ერიკ კლეპტონი.
ალბომის გამოსვლამდე გამოჩნდა პირველი სინგლი Blow Away, რომელიც მოხვდა ბრიტანული ჩარტების #51, ხოლო აშშ ჩარტების - #16 ადგილზე. ალბომმა მიიღო დადებითი შეფასებები 1979 წლის თებერვალში გამოსვლისთანავე. ბრიტანეთში იგი მოხვდა #39 ადგილზე, აშშ-ში კი - #14-ზე, რამაც მას ოქროს სტატუსი მოუტანა. პარალელურად ჰარისონი უფრო დაინტერესდა კინემატოგრაფიით და დააარსა საკუთარი კინოკომპანია Handmade Films.
ალბომის 2004 წლის რემასტერი შეტანილია ყუთში The Dark Horse Years 1976-1992 (ლეიბლი Dark Horse) და თან ახლავს სიმღერის Here Comes the Moon დემო ვერსია.
სიმღერების სია
- Love Comes to Everyone – 4:36
- შესავალს უკრავს ერიკ კლეპტონი, რომელმაც ეს სიმღერა ასევე ჩაწერა 2005 წლის ალბომისთვის Back Home.
- ეს სიმღერა შესრულდა მხოლოდ ორჯერ, ჰარისონის იაპონური ტურის დროს, 1991 წელს
- Not Guilty – 3:35
- პირველი ვერსია უნდა შეეტანათ The Beatles-ის ალბომში The Beatles, მაგრამ იგი საბოლოოდ გამოჩნდა 1996 წელს, კრებულზე Anthology 3.
- Here Comes the Moon – 4:48
- სიმღერის Here Comes the Sun ერთგვარი გაგრძელება.
- Soft-Hearted Hana – 4:03
- დაწერილი იქნა ფსიქოდელიური ჰალუცინოგენების მიღების შემდეგ.
- Blow Away – 4:00
- Faster – 4:46
- ხმის ეფექტებით გრან პრის ავტორბოლიდან
- Dark Sweet Lady
- Your Love Is Forever
- Soft Touch
- If You Believe
- Here Comes the Moon (დემო ვერსია)
- 2004 წლის რემასტერიდან.
ჩარტები
ყოველკვირეული ჩარტები
|
ყოველკვირეული ჩარტები (ხელახალი გამოცემა)
წლის საბოლოო ჩარტები
|
სერტიფიცირებები
| რეგიონი | სერტიფიცირება |
|---|---|
| აშშ (RIAA) | ოქრო |
