Gamebryo — თამაშის ძრავა, შექმნილი კომპანია Numerical Design Limited-ის მიერ, რომელიც იქცა NetImmerse ძრავის მემკვიდრედ და გამოყენებულია ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანიების Atlus, Trion Worlds, 2K Games, Disney, Ubisoft, Bethesda Softworks, Sony-სა და NCsoft-ის მიერ სხვადასხვა პლატფრომების თამაშებში.
აღწერა
ძრავას აქვს შემდეგი პლატფორმების მხარდაჭერა:
- GNU/Linux (OpenGL)
- Windows
- GameCube (1.2 ვერსიამდე)
- Wii
- PlayStation 2 (1.2 ვერსიამდე)
- PlayStation 3
- Xbox (1.2 ვერსია)
- Xbox 360 (Xbox Live Arcade-ის ჩათვლით)
რესურსები ინტერნეტში
- GameBryo-ის ოფიციალური საიტი
- Emergent Game Technologies-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine.
