Fall Be Kind — Animal Collective-ის EP დისკი, გამოცემული MP3 და WAV ფორმატებში 2009 წლის 23 ნოემბერს და CD-სა გრამფირფიტის სახით ბრიტანეთში 14 დეკემბერს, ხოლო აშშ-ში - 15 დეკემბერს. ზოგმა მაღაზიამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ერთი კვირით ადრე დაიწყო მისი გაყიდვა, რადგან ჯგუფს ამ დროს ტურნე ჰქონდა ამ ქვეყნებში.
2009 წლის 18 ნოემბერს Domino Records-მა შეცდომით ალბომის გამოსვლამდე გაუგზავნა მომხმარებლებს Fall Be Kind-ის წინასწარ შეკვეთილი დისკები, რის შედეგადაც ინტერნეტში გამოჩნდა მთლიანი EP-ის lossless ვერსია.
ჩაწერა
ალბომი ჩაწერა ბენ ალენმა 2008 წლის თებერვალში ‘’Sweet Tea Recording Studio’’-ში ოქსფორდში, მისისიპის შტატში და 2009 წლის აგვისტოში სტუდია ‘’ Mission Sound’’-ში ბრუკლინში, ნიუ-იორკში. სიმღერაში What Would I Want? Sky გამოყენებულია Grateful Dead-ის პირველი ლიცენზირებული სემპლი..
კრიტიკოსების შეფასება
Fall Be Kind-მა საყოველთაო აღიარება მოიპოვა კრიტიკოსებს შორის. Metacritic-ზე, რომელიც საშუალო რეიტინგს ითვლის 100 კრიტიკოსის მიმოხილვის მიხედვით, ალბომმა მიიღო საშუალო 84 ქულა, 21 მიმოხილვაზე დაყრდნობით, რაც “საყოველთაო აღიარებას“ ნიშნავს. What Would I Want? Sky კი გახდა მეორე სმიღერა, რომელმაც სრული 10 ქულა მიიღო Pitchfork Media-სგან.
სიმღერების სია
| # | სახელწოდება | სემპლი | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| 1. | „Graze“ | გეორგე ზამფირის Ardeleana (Zamfir Avec Zamfir) | 5:22 |
| 2. | „What Would I Want? Sky“ | Grateful Dead-ის Unbroken Chain | 6:46 |
| 3. | „Bleed“ | 3:29 | |
| 4. | „On a Highway“ | 4:36 | |
| 5. | „I Think I Can“ | 7:10 | |
| საერთო ხანგრძლივობა: | 27:20 | ||
პერსონალი
- Avey Tare
- Geologist
- Panda Bear
- ჰითერ მაკინტოში - ჩელო Graze-სა და Bleed-ზე
- ბენ ალენი და Animal Collective - მიქშინგი
- რობ კარმაიკლი - დიზაინი
- ენდი მარკინკოვსკი და აარონ ერსოი - ჩაწერის ასისტენტები
რესურსები ინტერნეტში
- Animal Collective's Avey Tare Reveals All About New EP, Film, Tour Hiatus
- New Animal Collective EP
