factograf
KA
Sign in

FIPS

FIPS, ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტები (ინგლ. Federal Information Processing Standards, FIPS) — ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ შემუშავებული ღიად გამოქვეყნებული სტანდარტები, რომლებსაც აშშ-ში იყენებს ყველა სამოქალაქო სახელისუფლებო დაწესებულება და კონტრაგენტი. FIPS-ის სტანდარტებიდან ბევრი წარმოადგენს სხვა ფართედ გავრცელებული სტანდარტების შეცვლილ ვერსიებს (ANSI, IEEE, ISO და სხვა).

FIPS-ის ზოგიერთი სტანდარტი შეიმუშავა აშშ-ის ხელისუფლებამ. მაგალითად ქვეყნების კოდები, ასევე ისეთი კრიპტოგრაფიული სტანდარტები, როგორიცაა DES (FIPS 46) და AES (FIPS 197).

ქვეყნების და რეგიონების დასახელებების კოდირებისთვის FIPS-ის სტანდარტები მსგავსია ISO 3166-ის და NUTS-ის სტანდარტებისა.

რესურსები ინტერნეტში

  • FIPS-ის ოფიციალური საიტი (ინგლისური)
  • FIPS homepage at NIST
  • Computer Security Division დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine. NIST

Read next

In 37 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article