Diamond Dogs — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის კონცეპტუალური, რიგით მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1974 წელს. ალბომში შერწყმულია ჯორჯ ორუელის„1984“-ის და ბოუის გლემ-როკის სტილისტიკის მომავალი სამყაროს ხედვა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ალბომის სპექტაკლის სახითაც წარდგენა. ალბომ Pin Ups-ის გამოცემის შემდეგ ბოუიმ დაიწყო სცენარზე მუშაობა, მაგრამ ორუელის მემკვიდრეებმა სიუჟეტის გამოყენების ნებართვა არ მისცეს.
ბრიტანეთის ჩარტებში ალბომი #1, ხოლო აშშ-ში - #5 პოზიციამდე ავიდა. წარმატებული იყო სინგლი "Rebel Rebel".
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა.