factograf
KA
Sign in

Cuff It

All data from the card 8
ენა
ინგლისური
გამოსვლის თარიღი
30 სექტემბერი, 2022
ჩაიწერა
2020
ჟანრი
დისკო, ფანკი, R&B
ხანგრძლივობა
3:45
ხმისჩამწერი ლეიბლი
Parkwood, Columbia
ავტორ(ებ)ი
ბიონსე, Denisia Andrews, Brittany Coney, Morten Ristorp, Raphael Saadiq, Terius Gesteelde-Diamant, Nile Rodgers, Teena Marie, Allen McGrier
პროდიუსერი
ბიონსე, Nova Wav, Morten Ristorp, Raphael Saadiq, The-Dream

„Cuff It“ — ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს, სიმღერა მისი მეშვიდე სტუდიური ალბომიდან Renaissance (2022). იგი გამოიცა როგორც ალბომის მეორე სინგლი 2022 წლის 30 სექტემბერს, ლეიბლების Parkwood Entertainment-ისა და Columbia Records-ის მეშვეობით. სიმღერა დაწერეს და აწარმოეს ბიონსემ, Nova Wav-მა, მორტენ რისტორპმა, რაფაელ სადიკმა და The-Dream-მა, ხოლო თანაავტორია ნილ როჯერსი. „Cuff It“ არის დისკო და დისკო-ფანკ ჟანრის სიმღერა, რომელიც შეიცავს თინა მარის მიერ შესრულებული და თინა მარისა და ალენ მაკგრიერის მიერ დაწერილი სიმღერის „Ooo La La La“ (1988) ინტერპოლაციას.

„Cuff It“-მა კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და მრავალმა მიმომხილველმა იგი ალბომის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად გამოყო. ჟურნალმა NME იგი 2022 წლის საუკეთესო სიმღერად დასახელა, გარდა ამისა, იგი მოხვდა სხვა წლის შემაჯამებელ სიებშიც. სიმღერა ათზე მეტი ქვეყნის ჩარტში მოხვდა. შეერთებულ შტატებში „Cuff It“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეექვსე ადგილზე ავიდნენ, რაც გახდა ალბომ Renaissance-ის მეორე ტოპ-ათეულის სინგლი. სინგლმა მიაღწია მე-12 ადგილს Billboard Global 200-ის ჩარტში; შევიდა საუკეთესო ათეულში ავსტრალიაში, ბელგიის ვალონიაში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და გაერთიანებულ სამეფოში; ხოლო ბრაზილიასა და საფრანგეთში ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

„Cuff It“-მა მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო R&B სიმღერისთვის გრემის 65-ე ცერემონიაზე. 2023 წლის 3 თებერვალს ბიონსემ გამოუშვა სიმღერის რემიქსი სახელწოდებით „Wetter Remix“, მას შემდეგ, რაც DJ Esentrik-მა არაოფიციალურად შეაზავა Twista-ს 2009 წლის სიმღერის „Wetter“ ინსტრუმენტალი „Cuff It“-თან. მექშაპი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც ბიონსემ იგი ოფიციალურად გამოუშვა ახალი ვოკალითა და ტექსტით.

Read next

In 13 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article