Cryptopone — ტროპიკული ჭიანჭველათა გვარი Ponerinae-ს ქვეოჯახიდან. დაახლოებით 30 სახეობა.
გავრცელება
გავრცელების არეალი — კოსმოპოლიტური გვარი, უპირატესად აზიის სუბტროპიკებში და ტროპიკებში, მრავალფეროვნების ცენტრი დაფიქსირებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (სამხრეთ ამერიკაში ცნობილია მხოლოდ 4 სახეობა, აფრიკაში — 1 სახეობა).
სისტემატიკა
ცნობილია დაახლოებით 30 სახეობა (Wadeura guianensis-ის ჩათვლით Wadeura Weber, 1939-ს სინონიმიზირებული გვარიდან). მიეკუთვნება Ponera Group-ის გვარის ჯგუფს (Belonopelta-ს, Diacamma-ს, Ectomomyrmex-ის, Emeryopone-ს, Ponera-ს, Pseudoponera-ს ტაქსონებთან ერთად). გვარი პირველად 1893 წელს აღწერა იტალიელი მირმეკოლოგის კარლო ემერის მიერ. 2010 წელს გვარი Cryptopone სინონიმიზირებული იქნა Pachycondyla-ს გვართან (Mackay & Mackay, 2010: 3). მაგრამ უკვე 2014 წელს, ყველა Ponerinae-ს მთლიანი რეკლასიფიკაციის ჩატარების შემდეგ, მირმეკოლოგებმა კრის შმიდტმა და სტივ შატაკმა Cryptopone-ს გვარი აღადგინეს თავიანთ სტატუსზე (Schmidt, C. A.; Shattuck, S. O., 2014). მაშინვე მოხდა მათი სინონიმიზირება ტაქსონთან Wadeura Weber, 1939, რომელიც 1981 წლიდან განიხილებოდა როგორც Pachycondyla-ს გვარის სინონიმი.
სახეობები
- Cryptopone arabica Collingwood & Agosti, 1996
- Cryptopone butteli Forel, 1913
- Cryptopone crassicornis (Emery, 1897)
- Cryptopone emeryi Donisthorpe, 1943
- Cryptopone fusciceps Emery, 1900
- Cryptopone gigas Wu & Wang, 1995
- Cryptopone gilva (Roger, 1863)
- Cryptopone guianensis (Weber, 1939)
- Cryptopone guatemalensis (Forel, 1899)
- Cryptopone hartwigi Arnold, 1948
- Cryptopone holmgreni (Wheeler, 1925)
- Cryptopone jinxiuensis Zhou, 2001
- Cryptopone mirabilis MacKay & MacKay, 2010
- Cryptopone motschulskyi Donisthorpe, 1943
- Cryptopone nicobarensis Forel, 1905
- Cryptopone ochracea (Mayr, 1855)
- Cryptopone pseudogigas Zhou & Zheng, 1997
- Cryptopone recticlypea Xu, 1998
- Cryptopone rotundiceps (Emery, 1914)
- Cryptopone sauteri (Wheeler, 1906)
- Cryptopone sinensis Wang, 1992
- Cryptopone subterranea Bharti & Wachkoo, 2013
- Cryptopone taivanae (Forel, 1913)
- Cryptopone takahashii (Wheeler, 1930)
- Cryptopone tengu Terayama, 1999
- Cryptopone testacea Emery, 1893
- Cryptopone typhlos (Karavaiev, 1935)
- Cryptopone undet
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Cryptopone“ ვიკისაწყობში.
- Cryptopone — Eol.org
