factograf
KA

CNN

CNN

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი1 ივნისი, 1980
ქვეყანაამერიკის შეერთებული შტატები
დამაარსებელიTed Turner
მიღებული ჯილდოებიPeabody Awards

CNN – The Cable News Network — ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით (შტაბ-ბინა ქ. ატლანტაში, ევროპული სათავო ოფისი ქ. ლონდონში). დააარსა ტედ ტერნერმა 1980 წელს. მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ–საიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სი–ენ–ენი–ი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სი–ენ–ენ–მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებიდან.

Read next

In 110 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article