factograf
KA
Sign in

BBC One

BBC One

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი2 ნოემბერი, 1936
არისსატელევიზიო სადგური
ქვეყანაგაერთიანებული სამეფო
All data from the card 6
ქვეყანა
გაერთიანებული სამეფო
დაფუძნდა
2 ნოემბერი, 1936
დამფუძნებელი
BBC
მფლობელი
BBC
ხელმძღვანელ(ებ)ი
ჯეი ჰანტი
საიტი
www.bbc.co.uk/bbcone

BBC One — ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC-ის მთავარი ტელეარხი, რომელმაც მაუწყებლობა 1936 წლის 2 ნოემბერს დაიწყო BBC Television Service-ის სახელით და წარმოადგენდა პირველ რეგულარულ სატელევიზიო სერვისს მაღალი ხარისხის გამოსახულებით. 1960 წელს BBC TV დაერქვა, ხოლო 1964 წელს, როცა BBC-იმ კიდევ ერთი არხი, BBC2 გაუშვა, BBC TV ცნობილი გახდა, როგორც BBC1, ხოლო 1997 წლიდან ამჟამინდელი სახელით მოქმედებს.

არხის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით £1.14 მილიარდს შეადგენს. ამჟამად ის ყველაზე ყურებადი ტელეარხია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით (მოსახლეობის დაახლოებით 22%) და წინ უსწრებს თავის ტრადიციულ კონკურენტს რეიტინგის საკითხში, ITV-ს.

რესურსები ინტერნეტში

  • BBC One BBC Online-ზე
  • BBC One Service Licence დაარქივებული 2013-09-25 საიტზე Wayback Machine. BBC Trust, ივლისი 2009

სქოლიო

Read next

In 63 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article