factograf
KA

Arctic Monkeys

Arctic Monkeys

Key facts

დაარსების ან შექმნის თარიღი2002
არისმუსიკალური ჯგუფი
მიღებული ჯილდოებიBrit Awards
All data from the card 8
აგრეთვე ცნობილი როგორც
The Death Ramps
წარმოშობა
შეფილდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
ინდი-როკი, ფსიქოდელიური როკი, გერიჯ-როკი, პოსტ-პანკის აღორძინება
აქტიური
2002–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
Domino
წევრები
ალექს ტერნერიჯეიმი კუკინიკ ო'მეილიმეტ ჰელდერზი
ყოფილი წევრები
ენდი ნიკოლსონი
საიტი
ოფიციალური საიტი

Arctic Monkeys — ინგლისური ინდი როკ-ჯგუფი შეფილდიდან. ჩამოყალიბდა 2002 წელს ვოკალისტ ალექს ტერნერის, გიტარისტ ჯეიმი კუკისა და ბას გიტარისტ ენდი ნიკოლსონის მიერ. ამჟამად ჯგუფში შედიან ტერნერი (წამყვანი ვოკალი/რიტმული გიტარა), კუკი (წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა), ო'მეილი (ბას–გიტარა/ბეკ-ვოკალი), ჰელდერზი (დასარტყმელი საკრავები/ბეკ-ვოკალი). ბასისტმა ენდი ნიკოლსონმა ჯგუფი დატოვა მალევე, მას შემდეგ, რაც მათ 2006 წელს გამოუშვეს სადებიუტო ალბომი.

მათ გამოშვებული აქვთ ექვსი სტუდიური ალბომი: Whatever People Say I Am, That's What I'm Not (2006), Favourite Worst Nightmare (2007), Humbug (2009), Suck It and See (2011), AM (2013) და Tranquility Base Hotel & Casino (2018). ასევე გამოშვეული აქვთ 1 ლაივ ალბომი - At the Apollo (2008). მათი სადებიუტო ალბომი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სადებიუტო ალბომია ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში. 2013 წელს კი Rolling Stone-მა დაასახელა ოცდამეათე საუკეთესო სადებიუტო ალბომად.

ჯგუფს მოგებული აქვს შვიდი Brit Awards  - სამჯერ მოიგეს საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის და საუკეთესო ბრიტანული ალბომების ჯილდოები, ნომინირებული იყო ხუთ Grammy Awards-ზე. Მათ ასევე მოიგეს Mercury Prize 2006 წელს მათი პირველი ალბომისთვის. Გარდა ამისა, ნომინირებულნი იყვნენ 2007, 2013 და 2018 წლებში. 2007 და 2013 წლებში ჯგუფი გახლდათ მთავარი შემსრულებელი გლასტონბურის ფესტივალზე.

Arctic Monkeys გამოცხადებული იქნა, როგორც ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, რომელმაც ხალხის ყურადღება ინტერნეტის მეშვეობით მიიპყრო.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • Whatever People Say I Am, That's What I'm Not (2006)
  • Favourite Worst Nightmare (2007)
  • Humbug (2009)
  • Suck It and See (2011)
  • AM (2013)
  • Tranquility Base Hotel & Casino (2018)
  • The Car (2022)

Read next

In 64 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article