7 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 188-ე დღე (ნაკიან წლებში – 189-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 177 დღე.
დღის მოვლენები

- 175: კომოდუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1456: ხელმეორე სასამართლოზე ჟანა დ'არკს (სურათზე) ერეტიკოსობაში ბრალი მოეხსნა სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ.
- 1543: ფრანგები ლუქსემბურგში შეიჭრნენ.
- 1668: ისააკ ნიუტონმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯი.
- 1807: ნაპოლეონის ომები - ტილსიტის ზავით საფრანგეთს, პრუსიასა და რუსეთს შორის მთავრდება მეოთხე კოალიცია.
- 1846: მექსიკა-ამერიკის ომი - აშშ-ის ჯარი მონტერეისა და იერბა ბუენას იკავებს, რითაც იწყებს კალიფონიის ანექსიას.
- 1863: აშშ-ში იწყება პირველი სამხედრო გაწვევა; თავის არიდება $100 ღირს.
- 1898: ჰავაი ანექსირებულ იქნა აშშ-ს მიერ.
- 1917: რუსეთის რევოლუცია - თავადი გიორგი ლვოვი აყალიბებს რუსეთის დროებით მთავრობას მეფის ჩამოგდების შემდეგ.
- 1930: იწყება ჰუვერის კაშხალის მშენებლობა.
- 1937: სინო-იაპონიის ომი - ლუგუს ხიდის ბრძოლა - იაპონელები პეკინში შეიჭრნენ.
- 1941: მეორე მსოფლიო ომი - საფრანგეთის და ბრიტანეთის ჯარები ბეირუთს იღებენ.
- 1974: დასავლეთ გერმანიამ ფიფას მსოფლიო თასი მოიგო.
- 1978: სოლომონის კუნძულებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1980: ლედ ზეპელინის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
- 1983: ცივი ომი - ამერიკელი მოსწავლე სამანტა სმითი მოგზაურობს საბჭოთა კავშირში იური ანდროპოვის მოწვევით.
- 1991: იუგოსლავიის ომები - ბრიონის შეთანხმებით დასრულდა ათდღიანი დამოუკიდებლობის ომი სლოვენიასა და დანარჩენ იუგოსლავიას შორის.
- 2003: სომხეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია შეიქმნა.
- 2005: ტერორისტული აფეთქებების სერიაში ლონდონის ტრანსპორტში 52 ადამიანი დაიღუპა (პლუს ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებელი).
- 2005: Live 8-ის გავლენით დიდი რვიანის ლიდერები აფრიკისთვის 2004 წელთან შედარებით ორმაგ დახმარებას იღებენ ($50 მილიარდი) 2010 წლისთვის.
- 2007: Live Earth კონცერტები ჩატარდა მსოფლიოს თერთმეტ ქალაქში გლობალური დათბობის პრობლემაზე მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით.
- 2009: მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ GERB ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
- 2010: პანამის ყოფილ სამხედრო დიქტატორ მანუელ ნორიეგას ფულის გათეთრებისთვის შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს საფრანგეთში.
- 2012: 171-მდე ადამიანი დაიღუპა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობის შედეგად.
- 2013: ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი 2013 წლის უიმბლდონის გათამაშების გამარჯვებული გახდა ერთეულთა თანრიგში.
- 2021: ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლეს, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელი პრემიერ-მინისტრი კლოდ ჟოზეფი გახდა.
- 2022: გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1752: ჟაკარი, ჟოზეფ მარი — ფრანგი ფეიქარი და გამომგონებელი.
- 1860: მალერი, გუსტავ — ავსტრიელი კომპოზიტორი (გ.1911)
- 1884: ფოიხტვანგერი, ლიონ — ებრაული წარმოშვების გერმანელი მწერალი.
- 1887: შაგალი, მარკ — ბელარუსი მხატვარი (გ.1985)
- 1940: სტარი, რინგო — ინგლისელი მუსიკოსი, „The Beatles-ის“ წევრი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1307: ედუარდ I — ინგლისის მეფე (დ.1239)
- 1901: სპირი, იოჰანნა — შვეიცარიელი მწერალი (დ.1827)
- 1930: დოილი, ართურ კონან — შოტლანდიელი მწერალი (დ.1859)
- 1930: იულიუს ჰარტი — გერმანელი მწერალი
- 1967: ლი, ვივიენ — ამერიკელი მსახიობი (დ.1913)
- 1973: ახვლედიანი, გიორგი — ქართველი ენათმეცნიერი.
- 1976: ჰაინემანი, გუსტავ — გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი
- 2014: ედუარდ შევარდნაძე — ქართველი პოლიტიკოსი.
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- იოანე ნათლისმცემლის შობა
- 7 წმინდა ძმა: ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსე, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზ მხედარი
- აგრეთვე:
- ჩინეთი: „შვიდი ღამე“
- იაპონია: ტანაბატა
- სოლომონის კუნძულები: დამოუკიდებლობის დღე