16 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 167-ე დღე (ნაკიან წლებში – 168-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 198 დღე.
დღის მოვლენები

- 1487: ვარდების ომის დასასრული: ლანკასტრელებმა იორკისტები დაამარცხეს სტოუკ-ფილდის ბრძოლაში, ნოტინგემშირში, ინგლისი.
- 1745: ბრიტანეთის კოლონიურმა ჯარებმა უილიამ პეპერელის ხელმძღვანელობით აიღეს ფრანგების გამაგრება ლუისბურგის ციხესიმაგრე კეიპ-ბრეტონის კუნძულზე ექვსკვირიანი ალყის შემდეგ.
- 1815: ნაპოლეონის ომები: ნაპოლეონის ჯარებმა პრუსიელები დაამარცხეს ლინის ბრძოლაში. პარალელურად ფრანგმა მარშალმა მიშელ ნეიმ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ინგლის-ჰოლანდიური არმიის წინააღმდეგ კატრ-ბრას ბრძოლაში.
- 1894: ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიკრიბა კონგრესი რომლის დღის წესრიგში ოლიმპიური თამაშების აღდგენა იყო.
- 1903 დაარსდა „ფორდ მოტორ კომპანი“ „The Ford Motor Company“.
- აშშ-ში დარეგისტრირდა სავაჭრო ნიშანი „პეპსი:კოლა“
- რუალ ამუნდსენის პირველი არქტიკური ექსპედიცია დაიწყო.
- 1920: ჰააგაში გაიხსნა ერთალიგის საერთაშორისო ტრიბუნალი.
- 1921: შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
- 1925: ახალგაზრდა პიონერთა ბანაკი არტეკი გაიხსნა საბჭოთა კავშირში.
- 1959: მოსკოვში გაიხსნა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ).
- 1963: ხომალდ ვოსტოკ-6-ზე ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში გაფრენილი პირველი ქალი გახდა.
- 1972: ნიუ:იორკში გაიხსნა ჯაზის მუზეუმი.
- 1977: ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ-ის სახელმწიფო მეთაური გახდა.
- 1983: იური ანდროპოვი გახდა სსრკ-ის პრეზიდენტი.
- 2009:
- BRIC-ის ქვეყნების ლიდერების პირველი ოფიციალური სამიტი შედგა ეკატერინბურგში, რუსეთი.
- სეპარატისტულ რეჟიმებთან დაკავშირებული დავის გამო რუსეთმა საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას ვეტო დაადო.
- 2010: სოიუზ ტმა-19, ექსპედიცია 24-ის სამი წევრით ბორტზე, მეასე რეისით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1313: ბოკაჩო, ჯოვანი — იტალიელი მწერალი (გ.1375)
- 1890: ჩენ ინკე — ჩინელი ისტორიკოსი და ლინგვისტი
- 1890: ბაქრაძე, აკაკი — ქართველი მეან-გინეკოლოგი
- 1916: ასათიანი, თეიმურაზ — ქართველი მოქანდაკე
- 1930: ოტია იოსელიანი — ქართველი მწერალი
- 1971: ტუპაკ შაკური — ამერიკელი რეპერი და მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1958: ნადი, იმრე — უნგრელი პოლიტიკოსი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 1953−1955 (გ.1896)
- 1977: ვერნერ ფონ ბრაუნი — გერმანელი/ამერიკელი მეცნიერი (დ. 1912)
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
- სამხრეთ აფრიკის მებრძოლი ერებისადმი სოლიდარობის დღე
- აფრიკელი ბავშვის დღე
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
- ირლანდია - „ბლუმსდეი“
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ახალგაზრდობის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა
- ლუკიანე ეპისკოპოსი და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე
- ღირსი იერია