1280-იანი (ათას ორას ოთხმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1280-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1280 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1289 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1280 1281 1282 1283 1284 1285 1286 1287 1288 1289
1280
- ჩინეთის დიდი არხის ჩრდილოეთი ნაწილის მშენებლობა დაიწყო.
- ალექსანდრე ნეველის ვაჟი დანიელი მოსკოვის დიდი მთავარი ხდება.
1281
- ყუბილაი ხანის ლაშქრობა იაპონიაში დიდმა ტაიფუნმა ჩაახშო.
- მამლუქის სულთანმა კალავუნმა სირიაში შემოჭრილი მონღოლთა ჯარები დაამარცხა.
1282
- სიცილიის მოსახლეობა შარლ I ანჟუელის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა („სიცილიის მწუხრი“).
- პორტუგალიის მეფე დინიშ I-ს ცოლად მოჰყავს წმინდა იზაბელი.
1283
- ინგლისელებმა აიღეს კასტელ-ე-ბერეს ციხესიმაგრე უელსში.
1284
1285
1286
- გენოელმა ჯოვანი ბალბიმ შეადგინა ლათინური ლექსიკონი „Catholicon“.
1287
- არაგონის მეფე ალფონსო III-მ მინორკა დაიმორჩილა და არაბები განდევნა.
- ჰასტინგზის ციხესიმაგრე შტორმმა დააზიანა.
1288
- არღუნ ყაენი სიკვდილით სჯის თავის დიდვაზირს ბუღას.