factograf
KA

ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლ

არარატი

არარატი

Key facts

სიმაღლე ზღვის დონიდან5137m
არისმთა, ვულკანი, სტრატოვულკანი
ქვეყანათურქეთი
კონტინენტიაზია
ზემდგომი ადმინისტრაციული ერთეულიაღრის პროვინცია
აღწერილია წყაროებშიბროკჰაუზისა და ეფრონის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი

არარატი (სომხ. Արարատ არარატ, თურქ. Ağrı, Ârârât, სპარს. کوه آرارات, ებრ. אררט‎) — ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება — მასის, თურქული — ბუიუქ-აღრი-დაღ), სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან (სომხ. სის), სიმაღლე 3925 მ. კონუსები გაყოფილია სარდარბულაკის უნაგირით. ორივე არარატის ძირის გარშემოწერილობაა 130 კმ. აგებულია კაინოზოური ბაზალტებით. დიდი არარატი 4250 მ-ს ზევით დაფარულია მუდმივი თოვლით. აქვს 30-მდე მყინვარი (უდიდესია წმ. იაკობის მყინვარი, სიგრძე 2 კმ). ფერდობები უდაბურია. ბიბლიის მიხედვით არარატის მთაზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.

ლიტერატურა

Read next

In 105 languages

Text from Wikipedia, CC BY-SA 4.0 · Source article